• რეკლამა
  • კონტაქტი
01:54, პარასკევი, 22 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა შუაშია კორონავირუსის ძველი შტამები ახალ ვირუსთან? – ბრიტანელი მეცნიერების დასკვნა – BBC

ალია ავტორი - ალია
03:13 04-01-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
21

კვლევები გვაჩვენებს, რომ ბავშვები და მოზარდები გაცილებით ნაკლებად ავადდებიან და იღუპებიან კორონავირუსით, ვიდრე ზრდასრული ადამიანები.

კორონავირუსი, როგორც წესი, ბავშვებში მიდის გრიპზე უფრო მსუბუქი ფორმით და შეიძლება ითქვას, რომ გრიპმა შეიძლება უფრო მაღალი რისკი შეუქმნას ბავშვის სიცოცხლეს, ვიდრე ამ ვირუსმა.

მეცნიერებმა ჯერ ვერ დაადგინეს მიზეზი, როგორ ხდება, რომ ბავშვის ორგანიზმი უფრო ადვილად ერევა ვირუსს, მით უფრო, რომ ბავშვის იმუნური სისტემა, მეტ-ნაკლებად ჩამოუყალიბებელია და როგორც წესი, ვირუსები მას ადვილად ერევა, ოღონდ არა კორონავირუსის შემთხვევაში.

ერთი ვერსიის მიხედვით, ბავშვებს იმიტომ გადააქვთ ადვილად კორონავირუსი, რომ მათ არ შეხვედრიათ კორონავირუსის წინა, უფრო მარტივი ვირუსები. (მოგეხსენებათ, კორონავირუსის რამდენიმე ტიპი არსებობს – მათ შორის, ცნობილი სახელებით სარსი და მერსი)

ზრდასრულ ადამიანებს კი, რომლებსაც უკვე გადატანილი აქვთ კორონავირუსის აქამდე არსებული ტიპის ვირუსები, გამომუშავებული აქვთ მათ მიმართ იმუნიტეტი, მაგრამ – ეს იმუნიტეტი არ ადგებათ ახალი კორონავირუსის COVID19-ის შემთხვევაში და პირიქით, ამ იმუნიტეტს ამ შემთხვევაში ორგანიზმისთვის უფრო ზიანი მოაქვს, ვიდრე სიკეთე.

მაშინაც კი, თუ ეს ვარაუდი სწორი აღმოჩნდება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ახალგაზრდები და ბავშვები (განსაკუთრებით ისინი, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვ) ბოლომდე არიან დაცულნი კორონავირუსისგან გამოწვეული ტრაგიკული შემთხვევისაგან.

ექიმი ნატალი მაკდერმოტი (დიდი ბრიტანეთის სამეფო კოლეჟის ლექტორი), ამბობს, რომ 13 წლის ბიჭის, ისმაილის კორონავირუსით სიკვდილი მიგვანიშნებს აუცილებლობაზე, მიღებული იქნას სიფრთხილის ყველა ზომა, რათა შევაჩეროთ ვირუსის გავრცელება დიდი ბრიტანეთსა და მთელს მსოფლიოში.

“მნიშვნელოვანია, დავადგინოთ, რატომ გვაქვს მსხვერპლი იმ ჯგუფშიც, რომელიც არ მიიჩნეოდა რისკ ჯგუფად, შესაძლოა ასეთი შემთხვევები მიუთითებდეს იმუნურ სისტემაზე ვირუსის ზემოქმდებისას გენეტიკურ მგრძნობელობაზე.

ისმაილის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, დიდ ბრიტანეტში 19 წლის ახალგაზრდა დაიღუპა კორონავირუსით და აქამდე ის ითვლებოდა ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლად.

ხელისუფლების ყოველდღიურ ბრიფინგზე დიდი ბრიტანეთის მთავრობის მინისტრმა მაიკლ გოუვმა განაცხადა რომ შოკირებულია დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით სიკვდილიანობის ასეთი ზრდით:

“ამ ვითარებაში, სრულიად გამორიცხულია, რომ ადამიანებმა თავს უფლება მისცენ მოდუნების, ან იფიქრონ იმაზე, რომ შეზღუდვები უნდა შესუსტდეს” – თქვა მინისტრმა

შეგახსენებთ, დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში 381 ადამიანი გარდაიცვალა.

წყარო – BBC

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის

13:43 05-21-2026
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:06 05-21-2026
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება

15:04 05-20-2026
თიბისიმ ერთგული Visa საკრედიტო ბარათი განაახლა – სურვილები ახლოვდება
ახალი ამბები

თიბისიმ ერთგული Visa საკრედიტო ბარათი განაახლა – სურვილები ახლოვდება

13:57 05-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved