• რეკლამა
  • კონტაქტი
07:47, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა შემთხვევაში შეუძლია პოლიციას შემაჩეროს, გადამიღოს ფოტო?!

ალია ავტორი - ალია
15:30 06-03-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
154

ადვოკატი, გურამ კონტუაძე:

მოკლედ წინა სტატიაში (კონფლიქტი ინდივიდის თავისუფლებასა და მართლწესრიგს შორის) ვეცადე მარტივად ამეხსნა ის კოფლიქტი განმემარტა რომელიც არსებობს ინდივიდის თავისუფლებასად და პოლიციის შესახებ კანონში და მარტივად ამეხსნა მათი გადაჭრის გზებს როგორ უყურებს თვითონ კანონი. წინამდებარე სტატიაში ვეცდები კიდევ უფრო მარტივად ავხსნა საპოლიციო ღონისძიების რამდენიმე სახე რომელიც უკავშირდება პირის შეჩერებას მისთვის ფოტო თუ ვიდეო გადაღებას. იმისათვის, რომ პოლიციამ შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება (და არა უფლება) აუცილებელია სახეზე იყოს:

ა) საზოგადოებრივი უსაფრთხოების ხელყოფის საშიშროება;                    
ბ) მართლწესრიგისათვის საფრთხის თავიდან აცილების აუცილებლობა;             
გ) ხოლო თითოეული აღნიშნულის შესაბამისად პოლიციის მოქმედება უნდა მიემართებოდეს აღნიშნული პირობების (ა და ბ) როგორც ერთად ასევე ცალ-ცალკე აღკვეთის მიზანი, ანუ შესაძლებელია სახეზე იყოს საშიშროება მაგრამ არ იყოს აუცილებლობა და პირიქით აუცილებელი არაა ორივე იყოს სახეზე, მაგრამ იმ ღონისძიების მიზანი რომელსაც მიმართავს პოლიცია უნდა იყოს თანხვედრაში მიზანთან;

ამჯერად ვისაუბრებ პირის გამოკითხვის და პირის იდენტიფიკაციის კანონისმიერ საფუძველზე და ის რისი განხორციელებაც შეუძლია პოლიციას, მაგრამ ნებისმიერი აღნიშნული ქმედების განხორციელება მაინც უნდა შეესაბამებოდეს ზემოთ აღნიშნულ კანონისმიერ დანაწესს; 

იმისათვის, რომ პოლიციამ გამოიყენოს მისთვის მინიჭებული უფლება და გამოკითხოს პირი (ანუ ქუჩაში გაჩერებთ პოლიციელი და გეკითხებათ რაიმეს) აუცილებელია არსებობდეს შემდეგი მოცემულობა: 


ა) საზოგადოებრივ უსაფრთხოებას უნდა იცავდეს (ანუ ასრულებდეს მისთვის დაკისრებულ უფლება – მოვალეობას რაც მას მისცა სახელმწიფომ) აღნიშნული მოცემულობა სავალდებულოა ანუ ეს უნდა არსებობდეს აუცილებლად და აღნიშნულს დამატებული ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე პირობიდან ერთ-ერთი; 


ა.ა.) უნდა გქონდეთ ძებნილის ან დაკარგულისნაირი გარეგნული ნიშნები;


ა.ბ.) უნდა ჰქონდეს მას საკმარისი ან საფუძველი ან ვარაუდი, რომ თქვენ ჩაიდინეთ ან ჩაიდენთ სამართალდარღვევას (აღნიშნული შეფასებითი კატეგორიაა და უმეტესწილად დამოკიდებულია ფაქტობრივ გარემოებაზე);


ა.გ.) უნდა იმყოფებოდეთ სპეციალური რეჟიმისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ან ობიექტზე ან სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელების ადგილზე; 


ა.დ.) თან გაქვთ იარაღი, რომელიც იარაღის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირობებით საჭიროებს სპეციალურ ნებართვას და ტარების უფლების დადგენა სხვაგვარად შეუძლებელია;


ა.ე.) იმყოფებით დანაშაულის ან საგზაო – სატრანსპორტო ან სხვა საგანგებო შემთხვევის ადგილზე;


ა.ვ.) თქვენი ან თქვენი ავტომობილის გარეგნული ნიშნები ან თქვენი მოქმედებები უთითებს თქვენს შესაძლო მონაწილეობაზე მიუთითებს სამართალდარღვევის;

გარდა ზემორე აღნიშნული პირობისა რომელიც ერთდროულად უნდა არსებობდეს აღნიშნულს ასევე შემდეგი პირობა (ანუ პოლიცია უფლებამოსილია მიმართოს ქმედებას თუ კი:                                                         

თუ არსებობს საკმარისი საფუძველი/ვარაუდი (ანუ საფუძველი უნდა ჰქონდეს პოლიციას); რომ თქვენ გაქვთ ინფორმაცია რომელიც დაეხმარება პოლიციიის საქმიანობის შესრულებისათვის;

ეხლა კიდევ უფრო რომ გავამარტივოთ თქვენ რომ პოლიციამ გაგაჩეროთ (მაგალითზე ავხსნი):


1. უნდა იცავდეს წესრიგს;


2. უნდა გავდეთ ძებნილს გარეგნულად; 


3. უნდა ჰქონდეს საკმარისი საფუძველი თქვენი გაჩერების;


4. უნდა ვარაუდობდეს, რომ თქვენ შეიძლება გქონდეთ აღნიშნულზე ინფორმაცია; 

ანუ ეს პირობები უნდა იყოს ერთად, ერთდროულად  რათა თქვენი გაჩერება იყოს კანონიერი; 

(საინტერესო ჩანაწერია ასევე თვითონ პოლიციის ეთიკის კოდექსში სადაც მითითებულია, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის დროს „სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, მოქალაქესთან ურთიერთობის დროს პოლიციელს ეკრძალება: სიგარეტის მოწევა, საღეჭი რეზინის ღეჭვა, მობილურზე საუბარი, მანქანიდან საუბარი, მზის სათვალეების ტარება და მოუწესრიგებელ მდგომარეობაში ყოფნა“ გაითვალისწინეთ); 

გარდა ზემოთ მითითებული 4 პირობისა აუცილებელია ხაზს ვუსვავ (კანონისმიერი დანაწესი ასეთია);                                                    

ა) პირის მიერ ინფორმაციის მიწოდება ნებაყოფლობითია და აღნიშნული უნდა განგიმარტოთ თვითონ პოლიციამ;                                      

ბ) პოლიციამ უნდა განგიმარტოთ საპოლიციო ღონისძიების განხორციელების საფუძველი (ანუ შემთხვევა თარიღი ადგილი ვითარება და ა.შ. გარდა იმ შემთხვევისა თუ კი ეს ხელს არ შეუშლის პოლიციას, შეასრულოს ამ კანონით დაკისრებული ფუნქციები);

            
გამოკითხვის შემთხვევაში როდესაც მინიმუმ ამ 6 პირობის თანხვედრა უნდა იყოს სახეზე შესაძლებელია სახეზე იყოს თქვენი ანუ პირის იდენტიფიცირება. აღნიშნულის შემთხვევაში შემოდის დამატებითი პირობები:

  1. სახეზე უნდა იყოს ის შემთხვევა რომელიც მითითებულია ა.ა.-დან ა.ვ.-ს ჩათვლით;    

     
1.ა) გამოკითხვით შეუძლებელია;

                                 
1.ბ.) ან განსაკუთრებულ სირთულეებთან არის დაკავშირებული;

                
1.გ.) ან განხორციელება შეუძლებლია

                             
1.დ.) ან პირის იდენტიფიკაცია აუცილებელია სამართალდარღვევათა პრევენციისათვის,

                                                 
1.ე.) ან არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ამ პირს პირდაპირი კავშირი აქვს ჩადენილ სამართალდარღვევასთან; 


ცალკე აღებული უნდა იყოს სახეზე 1.ა.-დან 1.ე-ს ჩათვლით პირობასთან ერთად, შესაძლებელია პოლიციამ მიმართოს იდენტიფიკაციის შემდეგ ღონისძიებებს: 

ა) თითისა და ხელისგულის ანაბეჭდების აღება;


ბ) ფოტოსურათის გადაღება; 


გ) დამახასიათებელი ფიზიკური ნიშნების დაფიქსირება; 

   
დ) სიმაღლის გაზომვა;

     
ე) ხმის ჩაწერა;

     
ვ) სხვა ბიომეტრიული მონაცემების დაფიქსირება.

     
გარდა აღნიშნულისა არც ერთი ზემორე აღნიშნული ღონისძიება არ უნდა გატარდეს თუ პირს არ მიეცემა შესაძლებლობა, რომ მან დაადასტუროს თავისი ვინაობა ხოლო აღნიშნულისათვის მას უნდა მიეცეს გონივრული ვადა. ანუ გონივრული ვადის გარეშე ვინმემ მოითხოვოს პირდაპირ თქვენგან სურათის გადაღება (რომელიც გავრცელებული შემთხვევაა) არის დაუშვებელი და უკანონოა;

გარდა იდენტიფიკაციის განხორციელებისა მასზე აუცილებალდ უნდა შედგეს ოქმი სადაც უნდა მიეთითოს შემდეგი მონაცემები:

         
ა) ღონისძიების განხორციელების საფუძველი;

     
ბ) მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება;

     
გ) პირის იდენტიფიკაციის ოქმს ხელს აწერენ ღონისძიების განმახორციელებელი პოლიციელი და ღონისძიების ადრესატი;

მარტივად, რომ ავხსნა ვინმემ რომ ფოტოსურათი გადაგიღოთ აუცილებელია ყველა ზემორე ჩამოთვლილი პირობა იყოს სახეზე და ამასთანავე ეს პირობები უნდა იყოს ერთად და არა ცალ-ცალკე, რომ პოლიციას მიეცეს საშუალება თქვენი იდენტიფიცირების, პოლიციას უფლება არ აქვს, თუ არ არსებობს ყველა ზემორე ჩამოთვლილი პირობა ერთად განახორციელოს: 


– გადაგიღოთ ფოტო სურათი;

     
– გადაუღოს თქვენს პირადობის მოწმობას ფოტო სურათი;

     
– შეამოწმოს თქვენი ვინაობა;

     
– განმარტების გარეშე მოითხოვოს თქვენგან რაიმე;

     
– მიმართოს საპოლიციო ღონისძიების რომელიმე სახეს თუ არ არსებობს ამისათვის აუცილებელი პირობები;

     
– მოგმართოთ შეკითხვით ან მოითხოვოს თქვენს შესახებ რაიმე სახის ინფორმაცია თუ არ არსებობს ამისათვის აუცილებელი კანონისმიერი წინაპირობები; 

    
პრეცედენტებს ვქმნით ჩვენ     

თეგები: გურამ კონტუაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved