• რეკლამა
  • კონტაქტი
07:40, ოთხშაბათი, 9 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა შემთხვევაში შეეხება სტუდენტს ამნისტია და რამდენი პატიმრის გათავისუფლება იგეგმება?

ალია ავტორი - ალია
19:32 01-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვა მეორე მოსმენისა მიმდინარეობდა, პარლამენტის წევრი დაინტერესდა, რა შემთხვევაში შეიძლება შეუმსუბუქდეს სტუდენტს სასჯელი, რაზეც მიხეილ სარჯველაძემ უპასუხა, რომ ამ შემთხვევაში მძიმე დანაშაულები გათვალისწინებული არ არის.

“აქ გათვალისწინებული არ არის თუნდაც, მკვლელობა, რთული კატეგორიის დანაშაულებები, ისეთი, რომლისთვისაც გაუმართლებელი იქნებოდა შინაპატიმრობით თავისუფლების აღკვეთის შეცვლა.

რაც შეეხება სხვა მექანიზმებს, ცვლილებები ვერ შეეხება ყველა იმ ადამიანს, ვინც სტუდენტი გახდება მომავალში, ეს არის კანონის მიღების მომენტისთვის ვისაც აქვს ასეთი სტატუსი მოპოვებული.

სასჯელის მოუხდელი ნაწილის ვადით შინაპატიმრობით შეეცვალოს დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ამ კანონის ამოქმედების მომენტში მსჯავრდებულ ქალს, რომელიც, ამ კანონის თანახმად, არ თავისუფლდება სრულად სისხლის სამართლის პასუხისგებლობისა და სასჯელისგან და ამავე კანონის ამოქმედების მომენტისთვის ჰყავს არასრუწლოვანი შვილი, და თუკი იგი მსჯავრდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე – დანაშაულის საკუთრების წინააღმდეგ, 26-ე – დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ, 27-ე – დანაშაული ფულად-საკრედიტო სისტემაში, 28-ე – დანაშაული საფინანსო საქმიანობის სფეროში, 33-ე ნარკოტიკული დანაშაული გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მსჯავრდებულს ჩადენილი აქვს ისეთი დანაშაული, რომელიც მოიცავს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღებას”

მიხელ სარჯველაძემ ამნისტიის კანონპროექტის განხილვისას,  ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები გააკეთა.

“იქ, სადაც გავაფართოეთ არეალი ამნისტიის გავრცელებისთვის, ავტომატურად და მექანიკურად ნაწილებს ეს არ შეხებია, მუხლების შედარებით მძიმე ნაწილებთან მიმართებაში ვგულისხმობ, მაგალითად, ქურდობასთან მიმართებაში, ჩვენ შევეცადეთ, რომ თუკი თავდაპირველად მხოლოდ პირველ ნაწილთან მიმართებაში იყო ამნისტია ქმედითი, მეორე ნაწილს შეხებოდა, თუმცა არა ყველა მის დამამძიმებელ გარემოებას. 

იქ, სადაც მსხვერპლის ასე ვთქვათ სენსიტიური სტატუსი შეიძლება გვქონდეს სახეზე, ამ შემთხვევაშიც ბუნებრივია ეს ვერ გავრცელდებოდა მექანიკურად და მაგალითად ზოგიერთი მუხლის შემთხვევაში, 120-ე მუხლთან დაკავშირებით, იქ კონკრეტული დათქმა იქნება, რომელიც მაგალითად ორსულ ქალთან მიმართებაში ჩადენილ დანაშაულს ბუნებრივია ამნისტირებას ვერ დაუქვემდებარებს,”

პარლამენტმა ამნისტიის კანონპროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ამნისტია ათასზე მეტ ადამიანს შეეხება.

თეგები: ამნისტიამიხეილ სარჯველაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
ახალი ამბები

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში

15:44 09-08-2026
სილქფესტის ულიმიტო პირობებს და მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო პირობებს და მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

14:18 09-08-2026
500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი – თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა
ახალი ამბები

500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი – თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა

12:49 09-08-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

12:44 09-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved