• რეკლამა
  • კონტაქტი
13:44, შაბათი, 18 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა შემთხვევაში შეძლებთ, უარი თქვათ სესხზე?

ალია ავტორი - ალია
12:18 06-10-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
664

ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლების მიზნით, ასევე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა “ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებლის უფლებების დაცვის წესის” ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც ძალაში 2024 წლის 1 ივლისიდან შევიდა.

„სწორედ ამიტომ, საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ცდილობს არსებული პრაქტიკის დახვეწას და გაუმჯობესებას, მათ შორის, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებისა და სექტორში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით.

ცვლილებების მიხედვით, მომხმარებელს უფლება ექნება უარი თქვას დისტანციურად დადებულ ხელშეკრულებებზე, ასევე, ერთ მილიონ ლარამდე გაცემულ სესხებზე/კრედიტებზე მათი გაფორმებიდან 14 დღის განმავლობაში. უფრო კონკრეტულად, სესხის/კრედიტის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, გატანილი ძირის დაბრუნების გარდა, მომხმარებელი მხოლოდ გამოყენებული პერიოდის პროცენტს, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოსთვის და ნოტარიუსისთვის გადახდილ ხარჯებს დაფარავს. დამატებით გათვალისწინებულია უარის თქმის უფლების არსებობის შემთხვევაში, მისი გამოყენების სათანადო პირობების შესახებ ინფორმაციის ხელშეკრულებაში მითითების ვალდებულებაც. ამასთან, წესში აღნიშნული უფლების გამოყენებასთან დაკავშირებული გარკვეული გამონაკლისებიც განისაზღვრა.

ასევე, ცვლილებებით განისაზღვრა ფინანსური ორგანიზაციის ვალდებულება საფინანსო პროდუქტის მიწოდებამდე მომხმარებელს ზეპირსიტყვიერად გააცნოს ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები. ხოლო ინტერნეტ და მობილბანკში უზრუნველყოს გარკვეული ტიპის ინფორმაციისა და ხელშეკრულების განთავსება.

ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებლის უფლებების დაცვის განახლებულ წესში ასევე დაზუსტდა გარკვეული ცნებები და ახალი ტერმინთა განმარტებებიც დაემატა.

აღსანიშნავია, რომ პროექტის განხილვის პროცესში სრულად იყო ჩართული საფინანსო სექტორი. ამასთან, დოკუმენტი საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვისაც.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც გააგრძელებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და სექტორში არსებული გამოწვევების შესწავლას და, საჭიროების შემთხვევაში, მარეგულირებელი ჩარჩოს დახვეწას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026

ბიზნესი

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

16:22 07-17-2026
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში
ახალი ამბები

განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში

16:00 07-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

11:46 07-17-2026
მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ფარული ფინანსური ბომბები და ლაიფჰაკები – მწერებისგან დამცავი ბადის სრული გზამკვლევი

14:38 07-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved