• რეკლამა
  • კონტაქტი
17:11, შაბათი, 5 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა შემთხვევაში გაიაფდება პური? – ეს ამბავი ოქტომბრის ბოლოსკენაა დაგეგმილი

ალია ავტორი - ალია
18:49 09-18-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,822

ანი დვალიშვილი

ისევ დაიწყო – ირაკლი ღარიბაშვილს სახლში გაუშვებენ, მის ნაცვლად პრემიერი გრიგოლ ლილუაშვილი გახდება, ხოლო სუს-ის უფროსის ადგილს ვახტანგ გომელაური დაიკავებსო. არადა, ახლა სწორედ ის პერიოდია, როცა ღარიბაშვილის წასვლაზე და მით უმეტეს, ლილუაშვილის მოსვლაზე, არავინ ფიქრობს. გუნდის შიგნით ყველამ კარგად იცის, რომ ახლა, დღევანდელ რეალობაში, ნებისმიერი ცვლილება მთავრობაში, ბევრ კითხვის ნიშანს გააჩენს, დანარჩენებსაც მოსვენებას დაუკარგავს და რაც მთავარია, არასწორმა გადაადგილებამ, ბოლო დროს შექმნილი, გარეგნული, მაგრამ მაინც ჰარმონია, შესაძლოა, დაარღვიოს. ისე, თუ აკვირდებით, ღარიბაშვილის გადადგომაზე საუბარი ორ თვეში ერთხელ იწყება და ოდესმე აუცილებლად გაარტყამენ წყაროები, რადგან ამ ქვეყანაზე მუდმივი რომ არაფერია, გასულ კვირას დამტკიცდა – 70-წლიანი მმართველობა დასრულდა და 73 წლის მამაკაცი პირველად… დასაქმდა… მეფედ.

ქვეყნისთვის საუბედუროდ, „ქართული ოცნება“ ახლა ძალიან ძლიერია და ეს იმიტომ კი არა, რომ ბევრ რამეს აკეთებს, არამედ ოპოზიცია დასუსტდა არნახულად და მათ ფონზე, მმართველი გუნდი ასე ჩანს. ისინი აკეთებენ ყველაფერს, რაც მოესურვებათ, დასავლეთიც უკვე მიეჩვია, რომ აღარ ითვალისწინებენ და მწვავე შეფასებები სულ უფრო ნაკლებად ისმის. ხანდახან თუ იკითხავს გაკვირვებული კუბილიუსი, რას აკეთებთო, თორემ დანარჩენები… კუბილიუსსაც მკვახე პასუხები არ აკლდება „ოცნების“ ლიდერთა მხრიდან და ახლა, როგორმე თუ ფასები შემცირდება… გაგიკვირდებათ და, ხელისუფლება, იმის მიუხედავად, რომ ხმამაღლა აცხადებს, კერძო ბიზნესში არ ვერევიო, ჯიუტად ცდილობს, როგორმე ფასი პურზე შეამციროს და ამისთვის თურქეთთან აქტიური მოლაპარაკებებია დაწყებული. მოგეხსენებათ, უკრაინიდან და რუსეთიდან ხორბალი სწორედ თურქეთს გააქვს და მერე რა, რომ დასავლეთმა ხმამაღლა თქვა, თანხმობას იმიტომ ვიძლევით, მსოფლიო ბაზარზე სასურსათო კრიზისი დასრულდეს და განვითარებად ქვეყნებს, განსაკუთრებით კი აფრიკის კონტინენტის წარმომადგენლებს, ხორბალზე წვდომა ჰქონდეთო. მერე რა, რომ უკვე გატანილი 2 მილიონი ტონიდან, აფრიკის ქვეყნებში მხოლოდ 60 ათასი ტონა წავიდა (ოფიციალურად) და დანარჩენი დასავლეთმა გადაინაწილა და მარაგები შეივსო. საქართველოს ცოტა სჭირდება, ძალიან ცოტა და თუ თურქეთის დაყოლიება მოხდება ამ ცოტაზე, პურის ფასი 20-30 თეთრით დაიკლებს, რაც ხელისუფლებას შესაძლებლობას მისცეს, ეს თემა ყველაზე ცოტა, ორი კვირა მაინც ატრიალოს ეთერში. ბარემ იმასაც გეტყვით, რომ აღნიშნულის განხორციელება ოქტომბრის ბოლოსთვის იგეგმება.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved