• რეკლამა
  • კონტაქტი
04:14, პარასკევი, 25 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა საბუთის საფუძველზე მოგცემენ 300 ლარს და ვინ არის ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი?

ალია ავტორი - ალია
17:18 04-28-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

“პირებმა, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ თონეებში, სილამაზის სალონებსა და ავტომობილების ტექმომსახურების ცენტრებში, კომპენსაციის მისაღებად უნდა წარადგინონ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის რეგისტრაციის სტატუსი და კომპენსაციის მოიღების მიზნით, ფიზიკურმა პირმა არაუგვიანეს 2020 წლის პირველი ივლისისა, ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მოთხოვნა“ – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

“ალია” აქვე გთავაზობთ სიას – ვინ იბეგრება ფიქსირებული გადასახადით და რამდენი ლარით იბეგრება ერთ სამუშაო ადგილზე თვის განმავლობაში.

თუ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს – სალონის ან თონის მეპატრონეს ჰყავს დასაქმებული 5 ადამიანი, მაგრამ იხდიდა 3 ადამიანის ფიქსირებულ ბეგარას – მხოლოდ ის სამი ადამიანი მიიღებს ამ დახმარებას.

არადა, გუშინ, მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ განაცხადა, რომ თუ მეპატრონეს არ ჰყავდით გაფორმებული, მაგრამ ახლა მოგცემთ ცნობას, რომ თქვენ ნამდვილად იყავით მასთან დასაქმებული – დახმარებას მიიღებთ აუცილებლად – მეპატრონე კი არ დაჯარიმდება.

სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ ესეც კიდევ ერთი ტყუილი აღმოჩნდა – ნუთუ ასე ძნელია ერთიანი პასუხის შემუშავება? პირი, რომელსაც უნდა გადაუხადონ 300 ლარი, ვალდებულია წარადგინოს ცნობა, რომ იგი იყო რეგისტრირებული ფიქსირებული გადასახადის გადამხდელად – ამ ცნობას კი, ადამიანი, რომელიც გაფორმებული არ იყო – ვერ წარადგენს.

სია, ვინ არის ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი:

  • თონეში წარმოებული/საწარმოებელი (ნახევარფაბრიკატი) საქონლის მიწოდების ან/და თონეთი გაწეული მომსახურების შემთხვევაში ერთ თონეზე კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის განაკვეთი შეადგენს 50 ლარს;
  • თმის შეჭრის, შესწორების, დაწყობის (მათ შორის, თმის დაგრძელების), შეღებვის, დახვევის, გასწორების, გაპარსვის, წვერის შესწორების, მაკიაჟის (მათ შორის, წამწამების დაგრძელების), მასაჟის (სამედიცინო მასაჟის გარდა), წარბების კორექციის, ეპილაციის (ლაზერული ეპილაციის გარდა), დეპილაციის, კოსმეტოლოგის მომსახურების შემთხვევაში ერთ სამუშაო ადგილზე (სკამი/მაგიდა/სავარძელი) კალენდარული თვის განმავლობაში შეადგენს 50 ლარს;
  • მანიკიურის და პედიკიურის (მათ შორის, ფრჩხილების დაგრძელების) მომსახურების შემთხვევაში ერთ სამუშაო ადგილზე (სკამი/მაგიდა) კალენდარული თვის განმავლობაში შეადგენს 30 ლარს;
  • სოლარიუმის მომსახურების შემთხვევაში – ერთ სამუშაო ადგილზე (სოლარიუმის კაბინა) კალენდარული თვის განმავლობაში 70 ლარი;
  • ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი, მათ შორის, სალტეების, საბურავების აღდგენა და რეგენერაცია, აღნიშნული მომსახურებისათვის განკუთვნილ ფართობზე გაწეული სხვა მომსახურება (ხალიჩების რეცხვა) – 1 ავტომობილის მომსახურებისათვის განკუთვნილი სამუშაო ადგილი –100 ლარი;

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:28 09-24-2026
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო

14:02 09-24-2026
“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved