• რეკლამა
  • კონტაქტი
15:14, სამშაბათი, 21 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა პირობებით დათანხმდება თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას – დეტალები

ალია ავტორი - ალია
16:32 05-24-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
316

თურქეთი შვედეთის მიმართ NATO-ში გაწევრიანებაზე დათანხმებისთვის საჭირო მოთხოვნებს ასაჯაროებს.

“NATO-ს კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპის შესაბამისად, თურქეთი ელოდება კონკრეტულ გარანტიებს შვედეთისგან, რომელიც მხარს უჭერს ტერორისტულ ორგანიზაციებს”. – ნათქვამია თურქეთის საპრეზიდენტო კომუნიკაციების დირექტორატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ხაზგასმულია, როგორც თურქეთი ამას უწოდებს, “ტერორიზმის დაფინანსების წყაროს” აღმოფხვრის აუცილებლობა და ნახსენებია თუ შვედეთის მთავრობამ როგორ გადაწყვიტა $367 მილიონით დახმარებოდა ქურთების მუშათა პარტიასა (PKK) და დემოკრატიული კავშირის პარტიას (PYD).

განცხადების მიხედვით, უნდა შეწყდეს PKK/PYD-ისთვის შეიარაღების მიწოდება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ შვედეთის მთავრობა PKK/PYD-ს აწვდიდა შეიარაღებას, კერძოდ ტანკსაწინააღმდეგო დანადგარებსა და დრონებს, რომლებიც სპეცოპერაციების დროს თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხელში ჩაიგდეს.

ამას გარდა, თურქეთი ითხოვს შვედეთის მიერ დაწესებული სანქციებისა და იარაღის ემბარგოს მოხსნას. შვედეთმა ანკარას ეს სტოკჰოლმმა ანკარას ეს სანქციები სირიაში 2019 წელს ჩატარებული ოპერაცია მშვიდობის გაზაფხულის შემდეგ დაუწესა. თურქეთის მხარე ამბობს, რომ ეს ოპერაცია საზღვარზე უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურებოდა.

“ჩვენი ქვეყნის მიერ NATO-ს “ღია კარის” პოლიტიკის მიღების პარალელურად, გვჯერა, რომ ალიანსის წევრები და კანდიდატი ქვეყნები უნდა თანამშრომლობდნენ ტერორიზმთან ბრძოლის მაღალ დონეზე, ისე როგორც ამას აკეთებენ სხვა სფეროებში. შვედეთისგან, რომელმაც წევრობაზე განაცხადი შეიატანა, მოველით პრინციპული ნაბიჯის გადადგმასა და თურქეთის უსაფრთხოების შეშფოთებებთან დაკავშირებით მყარი გარანტიების მიცემას”. – ნათქვამია განცხადებაში.

წყარო – ტაბულა

თეგები: თურქეთინატოშვედეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

25 აპრილი – დიდი ფასდაკლების დღე „არქი იასამნების“ პროექტზე: რატომ არის ეს საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა?
ახალი ამბები

25 აპრილი – დიდი ფასდაკლების დღე „არქი იასამნების“ პროექტზე: რატომ არის ეს საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა?

15:08 04-21-2026
“არქი”, #1 დეველოპერული საქართველოში, ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ოქროს სპონსორია
ახალი ამბები

“არქი”, #1 დეველოპერული საქართველოში, ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ოქროს სპონსორია

13:55 04-21-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:21 04-21-2026
სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
ახალი ამბები

სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს

08:00 04-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved