• რეკლამა
  • კონტაქტი
04:28, ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი” 2018 წელს სილქნეტმა დააფუძნა. კომპანია ყოველწლიურად 300 000 ლარის დონაციას ახორციელებს. ფონდის შემომწირველები არიან ფიზიკური პირები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, ბიზნეს სექტორი.

ალია ავტორი - ალია
08:00 04-21-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
60

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი” აქტიურად აგრძელებს საქმიანობას და ზრუნავს ბენეფიციარების სხვადასხვა საჭიროებაზე – ჯანმრთელობის, განათლების, პროფესიული გადამზადებისა და ადაპტაციის კუთხით. ფონდის შემომწირველების დონაციამ 2026 წლის პირველ კვარტალში 561,749.00 ლარი შეადგინა.

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი” 2018 წელს სილქნეტმა დააფუძნა. კომპანია ყოველწლიურად 300 000 ლარის დონაციას ახორციელებს. ფონდის შემომწირველები არიან ფიზიკური პირები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, ბიზნეს სექტორი.

ფონდის თანადგომით, შესაძლებელი ხდება ჩატარდეს ბენეფიციარებისთვის ოპერაციები, მათ შორის საზღვარგარეთ, გაეწიოთ დაშავებულ სამხედროებს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება. საჭიროების შემთხვევაში ხდება მედიკამენტებით უზრუნველყოფა და საცხოვრებელი ფართის ადაპტირება. ფონდი აფინანსებს პროფესიული გადამზადების კურსებსაც, ასევე ბენეფიციართა ოჯახის წევრთა საჭიროებებს.

წლის დასაწყისიდან ფონდმა 129 000 ლარის დახმარება გაუწია 32 ბენეფიციარს, მათ შორის დაჭრილ მებრძოლებს, მებრძოლთა არასრულწლოვან შვილებს და მეუღლეებს.

გაწეული დახმარებებია:

  1. გადაუდებელი ოპერაციები 64 163 ლარი
  2. სამინისტროსთან ერთად 50% თანადაფინანსება 17 677 ლარი
  3. მეუღლეების დახმარება 9 708 ლარი
  4. სამედიცინო მომსახურება 8 646 ლარი
  5. პროფესიული გადამზადება 7 628 ლარი
  6. მედიკამენტები 6 241 ლარი
  7. შვილების დახმარება 15 156 ლარი
  8. ადაპტაცია 665 ლარი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი” აქტიურად უდგას მხარში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ მებრძოლთა სპორტულ გუნდს. გუნდი წარმატებით ასპარეზობს ყოველწლიურად საერთაშორისო ძლიერთა თამაშებში სპორტის სხვადასხვა სახეობაში. მათ შორის არის მჯდომარე კალათბურთი და მშვილდოსნობა. აღნიშნულ გუნდისთვის სპორტული ინვენტარი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა” შეიძინა ბრიტანულ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ Invictus Games Foundation-თან თანამშრომლობით. რაც შეეხება პარამშვილდოსნობას, გუნდი აქტიურად ემზადება 2027 წელს ძლიერთა თამაშებში მონაწილეობისთვის, რომელიც დიდ ბრიტანეთში, ბირმინგემში გაიმართება.

დიდი ყურადღება ეთმობა, ასევე, საგანმანათლებლო აქტივობების მხარდაჭერას ბენეფიციარებისთვის. დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის ინიციატივით დაარსებულ ლიდერობის აკადემია „საბადოსა“ და ფონდს შორის გასულ წელს ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც „საბადოში“ გამართული საგანმანათლებლო აქტივობები უფასოდ არის ხელმისაწვდომი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ბენეფიციარების არასრულწლოვანი შვილებისთვის.

ლიდერობის აკადემია „საბადო“ 2025 წელს გაიხსნა მანგლისში დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის ინიციატივით. აკადემია მიზნად ისახავს ლიდერობის უნარების განვითარებას მოზარდებში. ფონდი დიდ მადლობას უხდის აკადემიასა და ბატონ დავით ბეჟუაშვილს, ბიზნესის მხრიდან მხარდაჭერისთვის და მიზნობრივი ინიციატივისთვის. დაჭრილ მებრძოლთა არასრულწლოვანიშვილები 2025 წლის დეკემბრიდან დღემდე “საბადოში” პერიოდულად ესწრებიან სხვადასხვა კურსებს და ვორკშოფებს ინტერესის მიხედვით.

ფონდი მუდმივად ახორციელებს გაწეული საქმიანობის პასუხისმგებლიან ანგარიშგებას. ფინანსური და წლიური ანგარიშები გამოქვეყნებულია ფონდის ვებ გვერდზე.

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში“ დონაციის განსახორციელებლად შექმნილია საქველმოქმედო ნომერი 0 901 777 771 (1 ზარი-1 ლარი) და გახსნილია ანგარიშები, სადაც ნებისმიერი თანხით შესაძლებელია გმირი მებრძოლების მხარდაჭერა.

გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის!, – წერია კომპანიის გავრცელებულ ინფორმაციაში.

(R)

თეგები: სილქნეტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved