• რეკლამა
  • კონტაქტი
19:38, ოთხშაბათი, 20 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

განახლებული პროგნოზები: უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, და სტაბილური ლარი

ალია ავტორი - ალია
13:21 04-21-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
72

აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაფორმებული შეთანხმება ოთხშაბათს იწურება. მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღესაა დაგეგმილი, თუმცა, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე, შეხვედრის გამართვის საკითხი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

შესაბამისად, გლობალურ ბაზრებზე განწყობები მერყევი რჩება. ჰორმუზის სრუტის გახსნასთან დაკავშირებით გაკეთებული თავდაპირველი განცხადების შემდეგ ბარელი ნავთობის ფასი 10%-ით დაეცა, თუმცა ორშაბათს ვაჭრობის განახლების შემდგომ კვლავ 95 აშშ დოლარამდე გაძვირდა. აღსანიშნავია, რომ, სხვადასხვა საზომით, ფიზიკური ბარელი ნავთობის რეალური ფასი, დაახლოებით, 30 აშშ დოლარით უფრო მაღალიცაა. ამავდროულად, გუშინ მცირედი გამყარების მიუხედავად, აშშ დოლარი, ფაქტობრივად, ესკალაციამდე ნიშნულს დაუბრუნდა – როგორც ევროსთან, ასევე ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებით – რაც, ჩვენი პროგნოზების შესაბამისად, მიუთითებს, რომ ევრო-დოლარის წყვილზე მოქმედი საშუალო და გრძელვადიანი ფაქტორების კუთხით საერთო სურათი მეტწილად უცვლელია.

საშინაო და საგარეო ტენდენციების ერთობლიობის გათვალისწინებით, თიბისი კაპიტალი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 2026 წლისთვის 4.5%-დან 6.1%-მდე ზრდის:

ა) მოსალოდნელია, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი შედარებით მოკლე ვადაში დასრულდება, ტურიზმზე ნეგატიური ეფექტი კი, გარკვეულწილად, სასაქონლო პროდუქტების ექსპორტის, ასევე პოტენციურად მიგრაციის ეფექტისა და ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნებიდან მოთხოვნის ზრდით დაბალანსდება.

ბ) საქსტატის მიერ გამოქვეყნებული თებერვლის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება მოსალოდნელზე მაღალია.

გ) – პროგნოზის გაზრდის შედარებით ყველაზე წონადი ფაქტორი. ადრინდელი მოლოდინებისგან განსხვავებით, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე შედარებით ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინაში ომი მოკლე ვადაში დასრულდება. ამდენად, ომისშემდგომი სავალუტო ნაკადების ნაწილობრივ პოტენციური გადინების გადავადება  საქართველოში უფრო მაღალი ზრდის არგუმენტია.

რაც შეეხება უახლეს მონაცემებს, რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები მარტსა და აპრილის პირველ ნახევარში თებერვალზე მცირედით მაღალია, მაგრამ არარეზიდენტების ხარჯებში – რომლებიც ტურიზმიდან შემოსავლების პროგნოზირებისთვის გამოიყენება – ბოლო ორ თვეში მნიშვნელოვანი შენელება იკვეთება. ამავდროულად, მარტის შემდგომ დაბალი რჩება საქართველოს აეროპორტებში ფრენების რაოდენობა, განსაკუთრებით ბათუმში, თუმცა ბოლო დღეებში თბილისში გარკვეულწილად მატებაც შეინიშნება.

საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა (კვარტალური მონაცემები) პირველ კვარტალში წლიურად თითქმის არ შეცვლილა – 1.2 მილიონი (-0.2%). ვინაიდან იანვარსა და თებერვალში, წინასწარი შეფასებით, ტურიზმიდან შემოსავლები საკმაოდ მაღალი იყო, აღნიშნული დინამიკა მარტში შესამჩნევ კლებაზე მიუთითებს. გეოგრაფიულ ჭრილში, მოთხოვნის ძლიერი ზრდა დაფიქსირდა ევროპიდან და ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკიდან, რამაც დიდწილად დააბალანსა შემცირებული ვიზიტები ახლო აღმოსავლეთიდან, სამხრეთ აზიიდან და აფრიკის გარკვეული ქვეყნებიდან. მნიშვნელოვან შეკითხვად რჩება მიმდინარე მოვლენების გავლენა რეგიონს მიღმა ქვეყნებიდან ვიზიტებზე, განსაკუთრებით კონფლიქტის გახანგრძლივების შემთხვევაში.

თუმცა, მიუხედავად სტუმარმასპინძლობის სექტორში შენელებისა, წმინდა სავალუტო შემოდინებების ყოველთვიური საზომი, რომელიც საქონლით ვაჭრობას, ფულად გზავნილებსა და ტურიზმიდან შემოსავლებს აერთიანებს, მარტში მხოლოდ მცირედით გაუარესდა. საქონლის ექსპორტი წლიურად 24%-ით გაიზარდა, სასაქონლო პროდუქტებზე მაღალი ფასების ფონზე, ჩვენი პროგნოზის შესაბამისად, ხოლო იმპორტი – 4.7%-ით. ამავდროულად, წლიურად 10%-ით მოიმატა ფულადმა გზავნილებმა. მათ შორის 25%-ით გაიზარდა ჩარიცხვები ისრაელიდან, მაშინ როდესაც ახლო აღმოსავლეთის ესკალაციამდე, იანვარ-თებერვალში, ეს მაჩვენებელი 16%-ს შეადგენდა.

ლარის გაცვლითი კურსი, რომელიც მარტის დასაწყისშიდეპოზიტების კონვერტაციების ფონზე გაუფასურდა, აპრილში უმნიშვნელოდ, თუმცა მაინც მყარდება, რაც მოლოდინებთან თანხვედრაშია და მიუთითებს, რომ სავალუტო შემოდინებების სხვა წყაროები, გარდა ტურიზმისა, მაღალ ნიშნულზე რჩება. ვინაიდან მოსალოდნელია, რომ ინფლაციური ზეწოლა წლის განმავლობაში გაძლიერდება, მათ შორის კონფლიქტის შედარებით სწრაფად დასრულების სცენარშიც, ჩვენი შეფასებით, ეს ლარის მოკლევადიან პროგნოზზე გამყარების მიმართულებით იმოქმედებს. საპირისპიროდ, გასათვალისწინებელია წლიურ ჭრილში საგარეო ბალანსის მცირედი, თუმცა მაინც მოსალოდნელი გაუარესება. ამდენად, განახლებული პროგნოზით, წლის განმავლობაში ლარი, დაახლოებით, არსებულ ნიშნულთან ახლოს შენარჩუნდება.

და ბოლოს, წლიური ინფლაცია თებერვლის 4.6%-დან მარტში 4.3%-მდე შენელდა, თუმცა აღნიშნული მნიშვნელოვნად არის განპირობებული პურის ფასებთან დაკავშირებული საბაზო ეფექტებით, რაც აპრილშიც გაგრძელდება. ჯამურად, პურის ფასის შარშანდელი ზრდის ეფექტი ინფლაციაზე ჯერ კიდევ 0.6 პროცენტული პუნქტი რჩება, რაც წლის განმავლობაში ამოიწურება. საყურადღებოა, რომ სეზონურად შესწორებული და გაწლიურებული თვიური ინფლაცია, რომელიც ამ საბაზო ეფექტებს გამორიცხავს, 8.6%-მდე აჩქარდა. იმავე მაჩვენებელმა იმპორტული ინფლაციისთვის 10.4%-ს მიაღწია, საწვავის ფასების ზრდის ფონზე, რაც 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აპრილში საწვავის ფასების დამატებითი ზრდა, ქვეყნის შიგნით ელექტროენერგიის ტარიფისა და გლობალურად საკვებზე, სასუქებსა და ტრანსპორტირებაზე ხარჯების ზრდასთან ერთად, ინფლაციურ ზეწოლას გააძლიერებს. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, წლიური ინფლაცია დეკემბერში 5.6%-ს მიაღწევს, რაც იანვრის პროგნოზზე 2 პროცენტული პუნქტით მეტია. საბაზო სცენარით, სასაქონლო პროდუქციაზე ფასები თანდათან შემცირდება, თუმცა კონფლიქტამდე ნიშნულებზე ზემოთ დარჩება. კერძოდ, მაგალითად, ნავთობის ფასი, წლის ბოლოსთვის, დაახლოებით, 80 აშშ დოლარს გაუტოლდება. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ რეფინანსირების განაკვეთი წლის განმავლობაში უცვლელად, 8%-ზე შენარჩუნდება, იმ დაშვებით, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია არ მოხდება.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე:https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007479-macro-update-georgia

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება

15:04 05-20-2026
თიბისიმ ერთგული Visa საკრედიტო ბარათი განაახლა – სურვილები ახლოვდება
ახალი ამბები

თიბისიმ ერთგული Visa საკრედიტო ბარათი განაახლა – სურვილები ახლოვდება

13:57 05-20-2026
“გვირილას” ახალი ინიციატივა სოციალური ბარათის მფლობელებისთვის
ახალი ამბები

“გვირილას” ახალი ინიციატივა სოციალური ბარათის მფლობელებისთვის

13:52 05-20-2026
არქი შუა აზიის უდიდეს დეველოპერ BI Group-თან  სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს
ახალი ამბები

არქი შუა აზიის უდიდეს დეველოპერ BI Group-თან  სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს

08:00 05-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved