• რეკლამა
  • კონტაქტი
09:51, კვირა, 27 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა პარალელს ავლებს ადვოკატი ჯიშკარიანისა და ბასილაშვილის საქმეებს შორის?

ალია ავტორი - ალია
19:22 05-27-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
54

ადვოკარი, მარიამ კუბლაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“დღეს ყველა საუბრობს ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე. თავიდან იყო მცდელობები, რომ მისთვის წინასწარ განაჩენი გამოეტანათ, მაგრამ მთელი შეგნებული საზოგადოების აზრი აშკარად შემოტრიალდა და დღეს ის საპირისპიროს ამტკიცებს.

საბედნიეროდ წამყვან ჩოგბურთელს გაუმართლა, რომ პოლიტიკოსი არ არის ან პოლიტიკური მხარე, თორემ დაუნდობელ რისხვას ვერ ასცდებოდა. ვერც ვერავინ გაბედავდა მასიურად მის გამოსარჩლებას, რადგან მაშინვე პოლიტიკურ სარჩულს მიაწებებდნენ.

ჩვენს პრაქტიკაში სამწუხაროდ ხშირია შურისძიების, ამბიციის დაკმაყოფილების ან მიზნის მიღწევის საშუალებად ქალის მხრიდან მამაკაცის დასმენა ვითომდა მის მიმართ განხორციელებულ ძალადობის თაობაზე. ფაქტია, რომ ისინი ახერხებენ დაუნგრიონ კარიერა და ცხოვრება სამიზნე ობიექტს. სასამართლოს განაჩენს კი დრო სჭირდება და ვიდრე განაჩენი დადგება, ზოგჯერ აღარც ახსოვთ ხოლმე საქმე, რადგანაც წინასწარ გამეფებული საზოგადოების აზრი და მიზანმიმართული ანტიპიარი ადამიანის ბედს წინასწარ წყვეტს.

ბუნებრივია პარალელს ვავლებ ჩემ წარმოებაში არსებულ საქმეებზე. ერთ – ერთი მათ შორის ილია ჯიშკარიანის საქმე ნათელი მაგალითია ასევე ცილისწამების და პოლიტიკური მანიპულაციებისა. მახსოვს რამხელა ძალადობა განხორციელდა ჩემზეც და ჩემს დაცვის ქვეშ მყოფზეც, მთავარი მიზეზი კი მისი პოლიტიკური მიკუთვნებადობა იყო. ეს საქმე ძალიან საჭირო იყო ოპონენტი მხარეებისთვის, რადგან ძალიან მარტივად ის ,,ქართული ოცნების” დეპუტატია და თავად ეს ფაქტი უკვე ერთგვარი განაჩენი აღმოჩნდა.

ძვირფასო საზოგადოება მოგმართავთ გულითადი თხოვნით, რომ დავინდოთ ერთმანეთი. მართლმსაჯულებას სჭირდება დრო, ვიდრე სასამართლო დაადგენს სიმართლეს ადამიანებს ნუ გამოვუტანთ ჩვენვე განაჩენს, ფსიქოლოგიური ტერორი ანგრევს ადამიანს. ნერვიულობა კლავს ადამიანს და ეს უნდა გავიაზროთ. ჩვენი დამოკიდებულებებით, ბულინგით, დაცინვით ვკლავთ ჩვენივე თანამოქალაქეებს.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved