ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი „ფორმულას“ ეთერში ამბობს:
„ბიოსამედიცინო მეცნიერებები და ტექნოლოგიები ახლა უპრეცენდენტოდ აჩქარებულია, მაგრამ სამწუხაროდ, არ დასტურდება ის სამედიცინო მტკიცებულება, რომ ვირუსმა ისეთი მუტაცია განიცადა, რომ მის დასუსტებასთან იყოს დაკავშირებული, ან პირიქით, კლინიკურად გაუარესებასთან კავშირში.
თუმცა, მუტაცია, რომელიც ყველაზე მაჟორულია და მაქსიმალურად ვლინდება ყველა ახალ შტამში, ეს მუტაცია მის გადამდებადობის გამარტივებასთან შეიძლება იყოს პოტენციურად მხოლოდ ასოცირებული.
ვირუსს აქვს სპეციალური სპაიკ-ცილები, ანუ მოჭიდების ელემენტები, რითაც მასპინძლის ორგანიზმს ემაგრება. სწორედ ეს მუტაცია სპაიკ-ცილების სინთეზზეა პასუხისმგებელი და შესაბამისად, გაუჩნდა ერთი იმდენი სპაიკ-ცილა, რაც ალბათობას ქმნის კლინიკურად, რომ მას უფრო ადვილად შეუძლია ერთი ადამიანიდან მეორეს ადვილად გადაეცეს“
კომენტარები