• რეკლამა
  • კონტაქტი
00:34, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა მოხდება ყაზახეთში, უკრაინაში; რას მოიმოქმედებს რუსეთი; როგორი იქნება დასავლეთის რეაქცია და რატომ? – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
00:14 01-09-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
132

ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული:

“რა მოხდება ყაზახეთში, უკრაინაში; რას მოიმოქმედებს რუსეთი; როგორი იქნება დასავლეთის რეაქცია და რატომ?…

რაც ყოფილა, იგივე იქნება და რაც მომხდარა, იგივე მოხდება; არაფერია მზის ქვეშ ახალი.” (ეკლესიასტე, 1:2-9)

ასეა. და იმიტომ არის ასე, რომ უცვლელია ადამიანის ბუნება და აზროვნების თავისებურებები.

“რუსეთი უზარმაზარი ქვეყანაა, რომელიც განიცდის დიდ შინაგან, ფსიქოლოგიურ ტრავმას ახალი რეალობის გააზრების პროცესში. რუსეთმა აუცილებლად უნდა იგრძნოს, რომ იგი რჩება მნიშვნელოვან მოთამაშედ. ჩვენ ცხადია მოვიგებთ ახალ ცივ ომსაც, მაგრამ კრებითი ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწე კარგად უნდა აცნობიერებდეს საკუთარი ინტერესების გავრცელების საზღვრებს”

( ჰენრი კისინჯერი )

————-

ამერიკის ისტორიაში პირველად, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი გახდა პროფესიონალი დიპლომატი უილიამ ბარნსი. რატომ არ ნიშნავდნენ პროფესიონალ დიპლომატს მზვერავთა შეფად?

ამაზე თავად მისტერ ბარნსმა უპასუხა თავის ლექციაში სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას:

“მე ხშირად ვეუბნები ჩემს თეთრ სახლელ კოლეგებს საგანგებო სიტუაციათა ოთახში თათბირისას, რომ წიხლი გამკრან მაგიდის ქვეშ, როდესაც გადამწყვეტ მომენტებში დიპლომატიურად გავუბერავ”.

უილიამ ბარნსი ამერიკის ელჩი იყო რუსეთში. იგი თავისი პოლიტიკური მსოფლმხედველობით კისინჯერის სკოლას აკუთვნებს საკუთარ თავს.

“პრეზიდენტმა ბაიდენმა მისტერ ბარნსს უპრეცედენტო მისია დააკისრა: წაშალოს მკვეთრი საზღვრები დიპლომატიასა და დაზვერვას შორის” – ამაყად აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორს ჰქონდა დავალებული ავღანეთიდან ამერიკის გამოსვლის ორგანიზება და თალიბანთან მოლაპარაკება. მასვე აქვს დავალებული რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე კონფლიქტის ესკალაციის კონტროლიც …

უილიამ ბარნსს არაერთხელ შეხვედრიან პირადად პუტინი და ლავროვი, რუსეთის დაზვერვისა და კონტრდაზვერვის შეფები. მისი აზროვნებისა და მოქმედების დეტალები გათვლილია; მითუმეტეს, რომ მისტერ ბარნსს ამჟამადაც სჭირდება წიხლი მაგიდის ქვეშ იმის შესახსენებლად, რომ მზვერავების შეფია და არა დიპლომატების.

ეს გახლავთ მშრალი ფაქტების მოკლე დაიჯესტი. საკმარისია ელემენტარული დედუქცია და შესაძლებელი გახდება მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ლოგიკური გათვლაც და წინასწარმეტყველებაც.

ეს ბევრად უფრო ადვილია თავისუფლად მოაზროვნე ადამიანისათვის, ვიდრე სხვადასხვა მიზეზის გამო პოლიტიკურად ინდოქტრინირებულთათვის.

ამ ფაქტების საფუძველზე ასევე ადვილად შეიძლება იმ საერთაშორისო პოლიტიკური კონტექსტის გააზრებაც, რომელიც განსაზღვრავს ქართულ პოლიტიკურ რეალობასაც.

სცადეთ, გაიაზრეთ, დაფიქრდით …”

თეგები: ზურაბ გურული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved