• რეკლამა
  • კონტაქტი
14:20, ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ხდება საჩხერის ე.წ. კარანტინში? როგორ შედიან სანიტრები ნომრებში? აუღეს, თუ არა, ანალიზები დღემდე?

ალია ავტორი - ალია
00:30 02-27-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
81

“2020NEWS”-ს საჩხერის რაიონის მაცხოვრებელი დაგვიკავშირდა: „სანიტრები, რომლებიც იქ მუშაობენ, სამსახურიდან წამოსვლასაც კი გეგმავენ, ისედაც დაბალ ხელფასზე გვამუშავებენ და თან გვკლავენო“, – აცხადებს მოქალაქე.

– მედპერსონალი სპეცტანსაცმლით შედის სასტუმროში?

– არა, რას ამბობთ? ჩვეულებრივი სამუშაო ფორმები აცვიათ, მხოლოდ სანიტრები შედიან, ალაგებენ და უშვებენ.  ექიმები, როგორც ჩანს, ჩუმად შედიან. იქ არცერთ სანიტარს ექიმი არ უნახავს.

– ისინი ცალკე ნომერში იმყოფებიან? დავირუსებული არის ვინმე?

– არა, სხვებთან ერთად და არც გადაჰყავთ სააავადმყოფოში. პანიკის ეშინიათ, ალბათ. ისედაც  თავიდანვე პანიკა იყო, აქ რომ ჩამოიყვანეს და სავადმყოფოში რომ გადაიყვანონ, ხალხი მიხვდება. ალბათ ეშინიათ, უარესი პანიკა არ მოჰყვეს ამ ამბავს. უარესი მოყვება კიდეც.

– მკურნალობას როგორ უტარებენ სასტუმროში?

– არანაირი მკურნალობა არ უტარდებათ. სანიტარი მიდის, სიცხეს უზომავს და მოდის. აქ არ გვყავს კარგი ექიმები. აქ ვერც უმკურნალებენ მაგ ვირუსს. აქაური ექიმები ფილტვების ანთებასაც ვერ გებულობენ და კორონავირუსს უმკურნალებენ?

საჩხერის კლინიკის დირექტორმა, მიხეილ ქამუშაძემ კატეგორიულად უარყო ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია.

– მათთან სანიტრებიც სამუშაო ტანსაცმლით შედიანო, მართალია?

– რა თქმა უნდა, როცა მიდიან სამუშაოდ, სამუშაო  ტანსაცმლით შედიან, მაგრამ შესასვლელში, კარის ზღურბლზე მოწყობილია შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებები, თარო, სადაც განთავსებულია ბახილები, ხალათები, პირბადეები, სპეციალური ატრიბუტები, რაც აუცილებელია სადეზინფენქციო წესების დაცვისთვის.

– რამდენი სანიტარი მუშაობს?

– 24 სათით არის ერთი სანიტარი. კიდევ  ორი სანიტარი ყოველ დღე  მიდის. ისინი დილით მიდიან სასტუმროში და საღამოს სახლში ბრუნდებიან.

– ჩვენ ვიცით, რომ იქ მხოლოდ ერთი სანიტარია  24 საათის განმავლობაში და არავითარი 2 სანიტარი დამატებით იქ არ მუშაობს.

– კი, ერთი არის და ორნი არიან, რომლებიც სულ იქ არიან.

– აბა, ორი სანიტარი დილით მოდის და საღამოს ისევ სახლში მიდისო?

– არა, ერთი არის 24 საათით და ორი მხოლოდ ადის დილით და საღამოს მოდის, ასევე დამლაგებლები, რომლებიც დერეფნებს ალაგებენ.

– ექიმები საერთოდ არ შედიანო, მაგაზე რას გვეტყვით?

– რას ამბობთ, როგორ არა შედიან? ქალბატონი მაია ხელაძეა ჩვენი კლინიკური მენეჯერი და ის ხელმძღვანელობს პროცედურებს

– ბატონო მიშა, მოსახლეობა პანიკაშია. საკვების მარაგსაც კი აკეთებს…

– უსაფუძვლო პანიკაა. მე აქ ვარ ყოველდღე და არაფერი გამიგია. მეც გამიგია ბევრი ჭორი, მაგრამ არცერთია სიმართლე.

შეგახსენებთ, 21 თებერვალს ჩინეთიდან ევაკუირებული საქართველოს 34 მოქალაქე, მათ შორის 2 ბავშვი, საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში  მოათავსეს. ისინი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

2020news.ge

ესე იგი, საჩხერის კლინიკის დირექტორი ამბობს, რომ არც ერთი ადამიანისთვის, ვინც კარანტინშია, არ აუღიათ ანალიზი. ცუდი ძალიან.

სანიტარი კი, როცა ნომერში შედის, იქ იცმევს ბახილებს, ხალათს და პირბადეს იკეთებს და დავუშვათ ასეა, წამით, დავუშვათ, მერე გამოდის, იმ ფორმით, რომელ ფორმაზეც ხალათი ჰქონდა მოსხმული მხოლოდ, კლინიკაში მიდის პაციენტებთან? იმ კლინიკაში, სადაც წვანან მძიმე ავადმყოფები? ხოო… რა შეიძლება აქ თქვა.

აღჭურვილობის, ეპიკირების გარეშე შედიან ნომრებში? და ესაა კარანტინი?

ნომერში, შიგნით, იცვამენ ბახილებს, ხო, როგორ დამავიწყდა.

პ.ს. ჯერ კიდევ შარშან, ეს მიხეილ ქამუშაძე, კლინიკის ფინანსური დირექტორის რანგში იძლეოდა ინტერვიუებს, როდის მერე გახდა ვირუსზე საუბრისთვის კომპეტენტური, ჯერ ვერ დავადგინეთ!?

ალია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა

13:59 07-16-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved