• რეკლამა
  • კონტაქტი
07:56, სამშაბათი, 5 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა კავშირშია ვირუსის მოსალოდნელი პიკი მარნეულთან? – რას ამბობს მინისტრი

ალია ავტორი - ალია
01:06 03-26-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

ჯანდაცვის მინისტრის გუშინდელმა განცხადებამ, რომ ის ინფიცირებულთა რაოდენობის პიკს 4 აპრილისთვის ელოდება, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ალბათ ამიტომაც, დღეს მას „იმედის“ ეთერში ამ განცხადების განმარტება მოუხდა.

„ზოგადად, პიკის დაახლოებას ანგარიშობენ სხვადასხვა სიმულაციებით. ჩვენი სტრატეგია თავიდანვე იყო, რომ ვემზადებოდით უფრო რთული სცენარისთვის. იმისათვის, რომ შეგვძლებოდა ამას გავმკლავებოდით საუკეთესო ხარისხით. სწორედ ეს იყო ამ განცხადების რეალური მიზეზი, რატომაც მე ეს გავაკეთე, თუმცა ამას ედო გარკვეული საფუძვლები. დღეისთვის, კარანტინის სივრცეებში გვყავს 4500 ადამიანი. ასევე, გვყავს სტაციონარში პაციენტები, რომლებიც დადასტურებული COVID-19-ით არიან და ეს პაციენტები სწორედ კარანტინის ზონიდან გადმოდიან. შესაბამისად, ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ გარკვეული პიკური რიცხვი, ან ვირუსის გამოვლენის რიცხვი სავარაუდოდ აპრილის პირველ კვირაში იქნება. კარანტინში მყოფი პირების 2-კვირიანი პერიოდი სწორედ ამ პერიოდში გადის. შესაბამისად, მათი მოცულობიდან გამომდინარე, ყველაზე დიდი მოლოდინი, რომ გამოგვივლინდეს ინფიცირების უმაღლესი რიცხვი არის სწორედ აპრილის პირველი დღეები“, – აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

მისივე თქმით, მეორე მიზეზი, სადაც შესაძლოა ვირუსის გამოვლენის პიკი იყოს არის მარნეულის რეგიონი, სადაც 150 ათას მოსახლეზე მიდის დაკვირვება. თუმცა მინისტრი განმარტავს, რომ ამ რეგიონში სამედიცინო პერსონალი საკუთარი ჯანმრთელობის ფასად აქტიურად მუშაობს და მოსახლეობაში რაიმე სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში დროულ რეაგირებას მოახდენს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026

ბიზნესი

რა არის კრიპტო Airdrop და როგორ მიიღო უფასო ტოკენები
ახალი ამბები

რა არის კრიპტო Airdrop და როგორ მიიღო უფასო ტოკენები

23:32 05-04-2026
სახლი, როგორც ოაზისი: როგორ შევქმნათ ამერიკული სიმყუდროვე ჩვენს ინტერიერში?
ახალი ამბები

სახლი, როგორც ოაზისი: როგორ შევქმნათ ამერიკული სიმყუდროვე ჩვენს ინტერიერში?

21:03 05-04-2026
ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება – რა უნდა იცოდეთ
ახალი ამბები

ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება – რა უნდა იცოდეთ

19:00 05-04-2026
iPhone-ის უახლესი მოდელების მიმოხილვა: მათი დიზაინი და ფუნქციები
ახალი ამბები

iPhone-ის უახლესი მოდელების მიმოხილვა: მათი დიზაინი და ფუნქციები

16:45 05-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved