ნიდერლანდელი ექიმები კორონავირუსით დაინფიცირების რისკფაქტორად სიმსუქნეს ასახელებენ.
გამოცემა, „ენელთაიმსი“ აქვეყნებს ნიდერლანდების ინტენსიური თერაპიის განყოფილების სპეციალისტების ასოციაციის ხელმძღვანელის, დიდერიკ გომერსის განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ „კოვიდ-19“-ით დაავადებულების 80 პროცენტს, რომლებიც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფებიან, წონის პრობლემები აქვთ.
როტერდამის სამედიცინო ცენტრის თანამშრომელი ლიზბეტ ვან როსუმი ამბობს, რომ სიმსუქნე რისკის შემცველია, რადგან იმუნიტეტს ასუსტებს.
თუმცა, სამედიცინო ცენტრის თანამშრომელი მოსახლეობას ასევე მოუწოდებს, არ მიმართონ მკაცრ დიეტას ინფექციის პრევენციის მიზნით, რადგან საკვები ნივთიერებების ნაკლებობამ ასევე შესაძლოა, უარყოფითი გავლენა იქონიოს იმუნურ სისტემაზე.
კომენტარები