პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
“9 წლის ჩელიომ მოინდომა დაბადების დღისთვის განსაკუთრებული საჩუქარი გაეკეთებინა თავისი მასწავლებლისთვის.
ჰოდა, ადგა და ელ.ფოსტით დახმარება ფედერალურ პრეზიდენტ შტაინმაიერს თხოვა, იქნებ თქვენ მიულოცოთ იუბილე ჩემს საყვარელ პედაგოგსო.
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ჯერ ჩელიო მოიკითხა, გამოკითხა ამბები, შემდეგ ოფიციალური წერილით მიულოცა დაბადების დღე 9 წლის ბიჭის დამრიგებელს, თან მთელ მასწავლებელთა კორპუსს გადაუხადა მადლობა პანდემიის პერიოდში თავდაუზოგავი შრომისთვის.
რა კარგია, როცა მოწაფეს ასე უყვარხარ რა კარგია, რომ უბრალოება და გულისხმიერება მაინც არსებობს”
კომენტარები