• რეკლამა
  • კონტაქტი
07:11, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რა კარგია რომ საქართველომ ეს პრობლემები უკვე მოიშორა და თავისუფლად შეუძლია დატკბეს ცხოვრებით” – წერეთელი

ალია ავტორი - ალია
13:54 10-25-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
67

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი:

“მაშინ როდესაც საქართველომ დაამარცხა კოვიდი, ვაქცინაციაზე თითქმის უარი განაცხადა და პრაქტიკულად აღმოფხვრა კოვიდი ყოველდღიური ცხოვრებიდან, დანარჩენი მსოფლიო ჯიუტად ამტკიცებს რომ კოვიდი საშიშია და ჩვენს გვერდით არის.

იმ ფაქტებს შორის რასაც ეს ჯიუტი მსოფლიო აკვირდება არის კორონავირუსული დაავადების (COVID-19) გრძელვადიანი შედეგები ადამიანის ჯანმრთელობაზე.

ჰოდა ამ ჯიუტმა მეცნიერებმა გერმანიიდან, გერმანიის მოსახლეობის 45 პროცენტზე მეტის შესახებ ჯანდაცვის ყოვლისმომცველი მონაცემების გამოყენებით 2019 წლის იანვრიდან 2020 წლის დეკემბრამდე, გამოიკვლიეს პოსტ COVID-19 სიმპტომები ბავშვებში/მოზარდებში და ზრდასრულ ადამიანებში.

სულ 38 მილიონი ინდივიდიდან, მათ გამოჰყვეს ყველა პაციენტი, რომლებსაც ჰქონდა COVID-19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული დიაგნოზი 2020 წლის 30 ივნისამდე. საკონტროლო კოჰორტა გამოიყო ასაკის, სქესის და სამედიცინო მდგომარეობის ზუსტი შესატყვისობით კოეფიციენტით 1: 5.

COVID-19 და საკონტროლო კოჰორტას თვალყურს ადევნებდნენ ნებისმიერი დაავადების გამოვლენისას რომლებიც დოკუმენტირებული იყო COVID-19 დიაგნოზის თარიღიდან სულ მცირე სამი თვის შემდეგ. საერთო ჯამში, 96 წინასწარ განსაზღვრული შედეგი გაერთიანდა 13 დიაგნოზის/სიმპტომების კომპლექსში და სამ დომეინში (ფიზიკური ჯანმრთელობა, ფსიქიკური ჯანმრთელობა, ფიზიკური/ფსიქიური ჯანმრთელობის ერთობლივი სფერო).

საკვლევი პოპულაცია მოიცავდა 157,134 ინდივიდს (11,950 ბავშვი/მოზარდი და 145,184 ზრდასრული) დადასტურებული COVID-19-ით.

სპეციფიკურ შედეგებს შორის ყველაზე მაღალი IRR (Incidence Rate Ratio – ინციდენტის მაჩვენებელი) ბავშვებსა და მოზარდებში იყო სისუსტე/დაღლილობა/ (IR COVID-19 = 12.58, IR კონტროლი = 5.51), ხველა (IRR = 1.74, IR COVID-19 = 36.56, IR კონტროლი = 21.06) და ყელი/გულმკერდი ტკივილი (IRR = 1.72, IR COVID-19 = 20.01, IR კონტროლი = 11.66). მოზრდილებში ეს მოიცავდა დისგეუზიას (გემოს შეგრძნების დაკარგვა) (IRR = 6.69, IR COVID-19 = 12.42, IR კონტროლი = 1.86), ცხელება (IRR = 3.33, IR COVID-19=11.53, IR კონტროლი=3.46) და ქოშინი

ზოგადად კი სიტუაცია შემდეგნაირია – იხ.სურათი

მოკლედ ასეთი ამბები მსოფლიოში, და რა კარგია რომ საქართველომ ეს პრობლემები უკვე მოიშორა და ახლა თავისუფლად შეუძლია დატკბეს ცხოვრებით”

თეგები: ზაზა წერეთელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved