• რეკლამა
  • კონტაქტი
05:52, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ჰყვება სააკაშვილი პატარკაციშვილზე და 7 ნოემბერზე? – “არავინ დაიღუპა, 1 ადამიანი დაშავდა”

ალია ავტორი - ალია
16:41 11-29-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე მის წინააღმდეგ აღძრულ  7 ნოემბრის საქმეზე საუბრისას, თქვა, რომ 2006 წელს პუტინმა უთხრა, რომ გააკეთებდა ყველაფერს, რომ ნატოს მიმართულებით საქართველოს სვლა შეეჩერებინა. 

მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ იმ წელს ბელარუსის პრეზიდენტმა, ლუკაშენკომ უთხრა, რომ არკადი პატარკაციშვილს, ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეს, მასთან შეხვედრა უნდოდა და პატარკაციშვილი მინსკში ჩავიდა. ამის შემდეგ კი ლუკაშენკომ თქვა, რომ 2007 წლის სექტემბერში  “ეფ-ეს-ბეს” სამი გენერალი პატარკაციშვილს შეხვდა და პუტინმა მას უთხრა, რომ საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი პატარკაციშვილი იქნებოდა. 

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ სუს-ში უნდა ინახებოდეს ამერიკის ფედერალური გამოძიების ბიუროს წერილი, რომლის თანახმად, 2007 წლის ოქტომბერში ერევანში კანონიერ ქურდებს დაევალათ, რომ საქართველოს დედაქალაქში არეულობები მოეწყოთ. 

მესამე პრეზიდენტი იხსენებს, რომ ამავე თვეში, ოქტომბერში, თბილისში ისტორიული კონფერენცია გაიმართა, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის აშშ-ის წარმომადგენლები და მეგობარი ქვეყნების საგარეო მინისტრები ესწრებოდნენ, სადაც საქართველოსთვის პრაქტიკულად მაპის მიცემა გადაწყდა.

2 ნოემბერს კი მოხდა დიდი დემონსტრაცია და გამოსვლა თბილისში. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ შორსაა იმ აზრისგან, რომ აქციაზე გამოსულმა ადამიანებმა პატარკაციშვილის რუსული გეგმების შესახებ იცოდნენ და ასევე ამტკიცებს, რომ პატარკაციშვილი რუსული ფულით ფინანსდებოდა.

” 7-ში დილას მაღვიძებენ და მეუბნებიან, რომ პოლიციას პატარა შეტაკება მოუვიდა იმასთან, მერე გადაიზარდა იმაში, დაახლოებით ის მოხდა, რაც დღეს სასამართლოს წინ. ამის შემდეგ ბევრი ხალხი გამოვიდა და ავანსცენაზე იყო შსს მინისტრი. მე ამას ვუყურებდი ტელევიზორით, მე არანაირი ინსტრუქციები არ მიმიცია და ისინი ასრულებდნენ მოვალეობას, როგორც მათ ესმოდათ და როგორი გამოცდილებაც ჰქონდა ჩვენს პოლიციას, რომელიც იყო ძალიან ახალგაზრდა და ძალიან გამოუცდელი. ღმერთმა დაგვიფარა და არავინ არ დაიღუპა ამ შეტაკებების დროს, 1 ადამიანი დაშავდა მძიმედ. ეს ხდება ძალიან ბევრ ქვეყანაში და არავის აზრად არ მოსდის ამაზე საქმის აღძვრა, გარდა განსაკუთრებული მანიაკების”,-თქვა მიხეილ სააკაშვილმა. 

მესამე პრეზიდენტმა თქვა, რომ 7 ნოემბრის შემდეგ საკუთარი ნებით გადადგა, რაც მსოფლიოში ძალიან ცოტა ლიდერმა გააკეთა, შეამცირა საპრეზიდენტო ვადა წელიწად-ნახევრით და დათანხმდა ახალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც რთულად, მაგრამ მაინც მოიგო. 

მისი თქმით, ამ პროცესების შემდეგ აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა შეაქო და უთხრა რომ ეს იყო ღირსეული ნაბიჯები, რადგან ის “არ ეპოტინება ხელისუფლებას”.

წყარო – მთავარი

თეგები: ბადრი პატარკაციშვილიმიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved