ტელეჟურნალისტი ვახო სანაია, 3 ივლისის აქციაზე წერს და ფეისბუქის აუდიტორიას კითხვით მიმართავს :
“გუშინ რაც ვნახეთ აქციაზე მისულმა ხალხმა, ის ვნახეთ. ვინც გუშინ ამ პროცესის წარმმართველი იყვნენ, დასკვნები უნდა გამოიტანონ. დარმუნებული ვარ, ამაზე ბევრს ფიქრობენ და აანალიზებენ კიდეც.
მაგრამ ჩვენ წინ უნდა გავიხედოთ, რადგან ამ ქვეყნის მოქალაქეებს სხვა გზა არა გვაქვს.
ამიტომ ასე დავსვამ საკითხს.
მე, როგორც საქართველოს ერთ მოქალაქეს და ერთ მომიტინგეს, თქვენთან, ჩემს ფრენდებთან, მაქვს შეკითხვა – რა გზით გესახებათ ივანიშვილის შეცვლა და რისთვის ხართ მზად პირადად თქვენ ?”
კომენტარები