ენმ-ს წევრი, გია ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს:
„და რა “გირაო” უნდა გადაიხადოს ნიკა მელიამ, ვინმე სხვა ადამიანმა, თუ ევროკავშირმა, რაც ბუნებაში არაა?
ქოცები რომ ხალხს ასე უტიფრად ატყუებენ გასაგებია, მაგრამ ამის მიხვედრა გონიერ და საღად მოაზროვნე ადამიანს არ უნდა გაუჭირდეს. უამრავჯერ ითქვა, რომ მას შემდეგ რაც სასამართლომ ნიკას აღმკვეთ ღონისძიებად (სრულიად უკანონოდ მაგრამ მაინც) პატიმრობა მიუსაჯა, ძველი აღმკვეთი ღონისძიება, ანუ გირაო, არის გაუქმებული და ბუნებაში აღარ არსებობს.
ნიკას გამოშვება შეუძლია ან პირდაპირ სასამართლოს, ან პროკურატურის შუამდგომლობით (რომ აღარ თვლიან საჭიროდ ნიკასთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის გაგრძელებას) ისევ სასამართლოს. ორივე შემთხვევაში ეს არის პირადად ივანიშვილის გადასაწყვეტი, გააჩნია როგორი გზით ურჩევნია (თუ ეს ჩათვალა მიზანშეწონილად) ნიკას გამოშვება. ასე რომ ყველას (ვინც ისევ ამ მითიურ და გაუგებარ გირაოზე საუბრობს) ვთხოვ, საკუთარ თავს და საქართველოს მოქალაქეების, ინტელექტუალურ შესაძლებლობებს შეურაცხყოფას ნუ მიაყენებენ.“
კომენტარები