• რეკლამა
  • კონტაქტი
14:39, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა დარღვევებია სამედიცინო დაწესებულებებში? – სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგები

ალია ავტორი - ალია
19:26 03-28-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
416

სახალხო დამცველის მონიტორინგმა რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები გამოავლინა.

აღნიშნულის შესახებ ომბუდსმენმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს პარლამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე საქართველოში ცალკეულ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების მონიტორინგის შედეგებზე ისაუბრა.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები, ასევე, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და მინისტრის პირველი მოადგილე გაეცნენ.

სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მოწვეულ ექსპერტთან და ექიმ-ეპიდემიოლოგთან ერთად, 2023 წლის მეორე ნახევარში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მოქმედი 9 სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება შეამოწმეს, შეაფასეს რიგი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, გაანალიზეს საერთაშორისო დოკუმენტები, შეისწავლეს უფლებამოსილი უწყებებიდან გამოთხოვილი შესაბამისი ინფორმაცია.

მონიტორინგმა რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები გამოავლინა.

პრეზენტაციის შემდეგ გამართულ დისკუსიაზე სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობასა და ხარვეზების აღმოსაფხვრელად განსახორციელებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს.

ანგარიში უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება და ხელმისაწვდომი გახდება დაინტერესებული პირებისათვის“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved