• რეკლამა
  • კონტაქტი
18:52, ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ჩვენება მისცა სასამართლოს გელა ნიკოლაიშვილმა?

ალია ავტორი - ალია
17:54 07-16-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

8 პოლიტიკოსის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა დასრულდა.  პროკურატურის ბოლო მოწმე, ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილია, რომელიც დღეს სასამართლოში გამოიკითხა. პროცესის ბოლოს, ,,ნეიტრალური საქართველოს” წევრმა, ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა:

,,იყო კითხვები იმასთან დაკავშირებით, რას ვთვლიდი მე დანაშაულად და რა შეიძლებოდა არ ჩამეთვალა დანაშაულად, მე ვუპასუხე, რომ თუ რაღაც კონკრეტული პირის მიმართ რაიმე უკანონო ქმედებაზეა, წამებაზე, ან სხვა რაღაც შელახვაზე ლაპარაკი და ამაზე უცხოელებს აწვდიან ინფორმაციას, საერთაშორისო უფლებადაცვით ორგანიზაციებს, ამას ჩვენ თვითონაც ვაკეთებდით ყოველთვის და ეს არ არის დანაშაული, მაგრამ დანაშაული არის ის, რომ ვთქვათ მოითხოვო უცხოური ორგანიზაციებიდან უვიზო რეჟიმის გაუქმება, მოითხოვო ის, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, ის რომ პარალელური სტრუქტურები შექმნა, ანუ ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია.

არა, ეს არ იყო მოსაზრებები, ეს იყო გამომდინარე იმ საჯარო ინფორმაციებიდან, რომელიც ყოველდღიურად, ფაქტობრივად, იმ პერიოდში ვრცელდებოდა და დღესაც ვრცელდება, რაც მე მივიჩნიე იმად, რომ შეიძლებოდა აქ ყოფილიყო რაღაც დანაშაულის ნიშნები. ასეთი მოწოდებები შეიცავდა ძალიან რეალურ საფრთხეს – პარალელური სტრუქტურები იქნებოდა, თუ ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობა, ეს შეიცავდა სამოქალაქო ომის რეალურ საფრთხეს. ჩემი პირადი მიზანი იყო, რომ მომხდარიყო ამ ყველაფრის პრევენცია, მაგრამ სასამართლოშიც განვაცხადე, თუ აღმოჩნდება, რომ გონივრული ეჭვის მიღმა სტანდარტით ეს არ დადასტურდა, მე მხოლოდ კმაყოფილი ვიქნები, მაგრამ თუ აღმოჩნდება, რომ ეს დადასტურებულია – დამნაშავეებმა, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა აგონ.

ქვეყნის დასანქცირებასაც ითხოვდნენ, მაგრამ თუ კონკრეტულ პირზე იყო რაღაც კონკრეტული მტკიცებულებებით, მაშინ მე ეს არ მიმაჩნია დანაშაულად“

თეგები: გელა ნიკოლაიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ომი მწერებთან და ბრძოლის წინა ხაზი – რა ნიშნით უნდა შეარჩიო მწერებისგან დამცავი ბადე?

14:38 07-16-2026
თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა

13:59 07-16-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved