• რეკლამა
  • კონტაქტი
20:26, ოთხშაბათი, 23 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რა არის მოსალოდნელი, თუ არჩევნებში ოცნებამ გაიფორმა გამარჯვება” – ბექა კობახიძე

ალია ავტორი - ალია
03:08 07-12-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
647

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი, პროფესორი ბექა კობახიძე:

რა მოხდა ამ კვირაში:

– ევროინტეგრაცია ოფიციალურად შეჩერებულია;

– პირველად 2008 წლის შემდეგ, ნატოს ერთი სიტყვაც არ უთქვამს ყოველწლიურ დეკლარაციაში, რომ საქართველო მასში გაწევრიანდება;

– ქართულ ჯარს დახმარება გაუჩერა როგორც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ასევე ევროკავშირმა;

– კიევში საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად დაღუპულთა გამო სამძიმარი არ გამოუხატავს ხელისუფლების არც ერთ წევრს (Update: საგარეო მინისტრს დაუტვიტავს ინგლისურად, რუსეთის უხსენებლად);

– ხელისუფლების მარიანეტთა მიერ დაფუძნდა ორგანიზაცია “ნეიტრალური საქართველო”. ტელევიზორს, კომპიუტერს თუ უთოს რომ ჩართავ, ყველგან ამას აპიარებენ ხელისუფლების პროპაგანდისტული არხები;

– რუსეთის საგარეო დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დასავლეთს ოქტომბერში საქართველოს ხელისუფლების შეცვლა უნდა და ხელი არ ახლოთ ქართულ ოცნებასო;

– რუსეთში დაინიცირდა კანონი, რომლის მიხედვითაც, აგენტების კანონის მსგავსად, ფეისბუქის და სხვა სოციალური ქსელების მომხმარებლებს (ჩვეულებრივ ადამიანებს) ევალებათ სახელმწიფო რეგისტრაცია, რათა უნაირო რამის დაპოსტვა-დალაიქებისთვის მერე პასუხი მოსთხოვონ (ასეთი ბაზის შექმნას პაპუაშვილი დაგვპირდა საქართველოში).

ამის იქით რა არის მოსალოდნელი, თუ არჩევნებში ქართულმა ოცნებამ მოახერხა და გაიფორმა გამარჯვება:

– შეგვიჩერდება ევროპასთან უვიზო მიმოსვლა;

– რუსულ კანონს დაამძიმებეენ და განავცრობენ ინდივიდებზე;

– მიიღებენ მედიის კანონს და მოაშთობენ კრიტიკულ მედიას;

– დახურავენ არაკონტროლირებად უნივერსიტეტებს, ხოლო კონტროლირებადი უნივერსიტეტებიდან “კონკურსების” შედეგად გამოაძევებენ არამორჩილ პროფესურას;

– კონსტიტუციიდან ამოიღებენ 78-ე მუხლს, რომელიც ევროატლანტიკურ და ევროკავშირში ინტეგრაციას ითვალისწინებს;

– კონსტიტუციაში ჩადებენ “ნეიტრალიტეტს”;

– დაიწყება ცენზურა, მათ შორის ფეისბუქშიც, და განსხვავებული მოსაზრებების ადამიანების დევნა (ამას ივანიშვილი ხმამაღლა დაგვპირდა);

– გაღრმავდება კორუფციული ჭაობი;

– ამ გარემოებათა გათვალისწინებით, ქვეყნის ყველაზე განათლებული და შემოქმედი ადამიანების მასა დატოვებს საქართველოს, რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი.

ახლა მე ისტორიული წყარო დავწერე, ფაქტობრივად, რომელიც იმედია მომავალში არავის გამოადგება, რადგან ოქტომბერში დემოკრატია გაიმარჯვებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება

14:30 09-23-2026
კომპანიის რეგისტრაცია
ახალი ამბები

კომპანიის რეგისტრაცია საქართველოში – რა უნდა იცოდეთ იურიდიული მისამართის შესახებ

14:22 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved