• რეკლამა
  • კონტაქტი
15:27, შაბათი, 20 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა არის ახლა ეს?” – ეკატერინე ტიკარაძე მეუღლესთან ერთად: როგორ ცხოვრობს ექსმინისტრი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ

ალია ავტორი - ალია
21:13 10-26-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,399

2021 წლის 9 დე­კემ­ბერს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ოფის­ში, მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ნიშ­ნულ ბრი­ფინგზე, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის წი­ნა­შე ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძე სრუ­ლი­ად მარ­ტო, თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი­სა და თა­ნა­პარ­ტი­ე­ლე­ბის გა­რე­შე წარ­სდგა. მა­შინ­დელ­მა ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, მი­ნის­ტრო­ბის 30 თვის თავ­ზე, გა­ნა­ცხა­და, რომ თა­ნამ­დე­ბო­ბას ტო­ვებ­და.

ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძე იყო ახალ­და­ნიშ­ნუ­ლი ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე რთულ დროს, პან­დე­მი­ი­სას მო­უ­წია პოსტზე მუ­შა­ო­ბა. ის ყო­ველ­დღი­უ­რად იყო ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში. გა­ნი­ხი­ლავ­დნენ მის ვარ­ცხნი­ლო­ბას, ჩაც­მუ­ლო­ბას. აფა­სებ­დნენ მის პრო­ფე­სი­ულ ნა­ბი­ჯებ­სა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, რომ­ლის მი­ღე­ბაც პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში უწევ­და.

იყო უამ­რა­ვი კრი­ტი­კა… ის გამ­ყრე­ლი­ძე-იმ­ნა­ძე-ცერ­ცვა­ძეს­თან ერ­თად მარ­თავ­და ბრი­ფინ­გებს, და­დი­ო­და კო­ვიდ კლი­ნი­კებ­ში და კი­დევ ერთი სკან­და­ლი მისი ვაქ­ცი­ნა­ცია იყო… ერთჯე­რა­დად აც­რილ ტი­კა­რა­ძეს მალე კო­ვი­დი შეხ­ვდა და მე­ო­რე დოზა აღარ გა­უ­კე­თე­ბია. აბ­რა­ლებ­დნენ ან­ტი­ვაქ­სე­რო­ბას და ყო­ველ­დღი­უ­რად ელოდ­ნენ მის გა­დად­გო­მას.

თუმ­ცა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ოჯახ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა ტი­კა­რა­ძემ 30 თვე გაძ­ლო თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე…

რომ არა პან­დე­მია, შე­საძ­ლოა ტი­კა­რა­ძე დღე­საც ყო­ფი­ლი­ყო მი­ნის­ტრი ან პი­რი­ქით, უფრო ადრე და­ე­ტო­ვე­ბი­ნა თა­ნამ­დე­ბო­ბა. შე­საძ­ლოა მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბი­თაც არ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი­ყო მე­დია.

ახლა შე­ვეც­დე­ბით, გა­ვარ­კვი­ოთ, რო­გორ ცხოვ­რობს გა­დამ­დგა­რი მი­ნის­ტრი და რა სი­ახ­ლე­ე­ბია მის ცხოვ­რე­ბა­ში.

თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლის შემ­დეგ, ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძე მე­დი­ა­ში აღარ ჩნდე­ბა. მარ­თა­ლია, მა­შინ გა­ნა­ცხა­და, რომ ის “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” გუნდში რჩე­ბო­და, მაგ­რამ ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­სას ან ბრი­ფინ­გის დროს, ის არ­სად არ ჩანს…

 

თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლი­დან რვა თვე­ში ტი­კა­რა­ძემ, რო­გორც ყო­ფილ­მა მი­ნიტსტმა ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია შე­ავ­სო, რო­მელ­შიც თით­ქმის არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა

მე­უღ­ლე, ბი­ძი­ნა კა­კა­ბა­ძე ფლობს მი­წის ნაკ­ვეთს, ცხვა­რი­ჭა­მი­ა­ში, რო­მე­ლიც 2016 წელს 10 000 ლა­რად შე­ი­ძი­ნა. კა­კა­ბა­ძე ცნო­ბი­ლია, რო­გორც ბა­ი­კე­რი, ის ხში­რად მოგ­ზა­უ­რობს მო­ტო­ციკ­ლე­ტიც სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნებ­ში.

ბი­ძი­ნა კა­კა­ბა­ძე ჰყავს მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა mercedes G 300 D, რო­მე­ლიც 2009 წელს 13 000 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა და 2018 წელს შე­ძე­ნი­ლი მო­ტო­ციკ­ლე­ტი BMW R100 RT, რო­მელ­შიც 7 ათა­სი დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და. კი­დევ ერთი მო­ტო­ციკ­ლე­ტი BMW 2020 წელს 9000 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა.

ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძე უფ­როს შვილ­თან, და­თას­თან ერ­თად

 

კა­კა­ბა­ძე რამ­დე­ნი­მე შპს-ს მე­წი­ლე და ასე­ვე ინდმე­წარ­მეა, თუმ­ცა მისი შე­მო­სა­ვა­ლი ნული ფიქ­სირ­დე­ბა. ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში, მი­ნის­ტრის პოსტზე 01.01.2021- 29.12.2021 პე­რი­ოდ­ში ხელ­ფა­სის სა­ხით 60 300 ლარი აქვს აღე­ბუ­ლი. ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძე აქვს სეს­ხით შე­ძე­ნი­ლი ბინა, რო­მელ­შიც 82 240 დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და და 2013 წელს აღე­ბულ სესხს, 2024 წელს ას­რუ­ლებს. ბი­ძი­ნა კა­კა­ბა­ძე ავ­ტო­მან­ქა­ნა Toyota camri 12 000 დო­ლა­რად გა­ყი­და.

წყვი­ლი ორ შვილს ზრდი­ან, 19 წლის და­თას, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ა­ში და­ი­ბა­და და 10 წლის ანას­ტა­სია. თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წა­სულ­მა მი­ნის­ტრმა პირ­ვე­ლი ოჯა­ხუ­რი ფოტო ინ­სტაგ­რა­მის სა­კუ­თარ გვერ­დზე გუ­შინ გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ჩანს. ისი­ნი სა­მოგ­ზა­უ­როდ მი­დი­ან.

“რა არი ეხლა ეს?“ – წერს ეკას მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტოს კო­მენ­ტა­რებ­ში, მე­უღ­ლე ბი­ძი­ნა კა­კა­ბა­ძე. დაბ­რუნ­დე­ბა თუ არა ოდეს­მე პო­ლი­ტი­კა­ში ტი­კა­რა­ძე უც­ნო­ბია. მას მი­ნის­ტრო­ბი­დან წას­ვლის შემ­დეგ, მე­დი­ის­თვის არ­ცერ­თი ინ­ტერ­ვი­უა არ მი­უ­ცია…

წყარო: ამბები.ჯი.

თეგები: ეკატერინე ტიკარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved