• რეკლამა
  • კონტაქტი
03:08, ორშაბათი, 22 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ამაზრზენობაა, რას ჰგავხართ, თქვე უგვანოებო, ან თავმოყვარეობა არ გაქვთ, ან ვაჟკაცობა, ან შუბლისძარღვი? – ბაკურ სვანიძე

ალია ავტორი - ალია
15:43 05-04-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
106

ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“ამ ახალგაზრდა ბიჭებს არ გიტყდებათ მაინც? არ მაქვს იმაზე საუბარი ვის მოწონს ეს სასაფლაოებზე შესვლის აკრძალვა და ვის არა… მაგრამ, საზიზღარი სანახავია ეს იდიოტური სიუჟეტები რა… ჯერ რა ტექსტია – “აქტივისტმა სცადა სასაფლაოზე შესვლა და ის პოლიციამ დააკავა” – რა ამაზრზენობაა, რას ჰგავხართ?!

სასაფლაოა ეგ, გარდაცვლილი ადამიანების ხსოვნის ადგილი, რა “აქტივისტი” აგიტყდათ,  ეს “აქტივისტი” ლაპარაკობს, უფრო სწორად გაჰკივის და გასწივის:- “ბებია-ბაბუის საფლავზე მივდიოდი პასკით და კვერცხებით და არ შემიშვეს, მაკავებენ” – და იჭყანება უშნოდ… კაი, კაცო! შენ რომ არ იწივლო ისე არ ვიცით რომ პოლიცია დგას სასაფლაოებზე და ვინც წინააღმდეგობას გაუწევს,
დააკავებენ! აი, შენი წივილ-კივილით გავიგეთ ეს!

კარგი, მთავრობა ცუდია და უაზრო აკრძალვა დააწესა, ჰა, ჯანდაბას, დაგეთანხმეთ! ამიტომ თქვენ სასფალაოები მაიმუნობის ადგილად უნდა აქციოთ? რას ჰგავხართ, თქვე უგვანოებო, ყველგან ცირკი როგორ უნდა გამართოთ, თან ამ პატარა ბიჭებმა, ან თავმოყვარეობა არ გაქვთ, ან ვაჟკაცობა, ან შუბლისძარღვი? ჰო, აბა, შენთვის მიდიოდი ბებიის და ბაბუის საფლავზე პასკით და კვერცხებით და უცებ, საიდანღაც 4 ტელევიზიის ვიდეოკამერა გაეძრო თავისი ოპერატორებით და ჟურნალისტებით ხო? ან ამ ტელევიზიებს მართლა თავში ტვინი არ აქვთ? ის მაინც თქვით – “ადამიანი მიდიოდა სასაფლაოზეო” ეს – “აქტივისტი მიდიოდა სასაფლაოზე” – რა დოზანაა? ბარემ თქვით რომ “ჩვენ სპეციალურად შევუშვით სასაფლაოზე ნაცების აქტივისტი და მივყევით უკან კამერებით!” – ასე უფრო მართალი იქნება და არც ისე გამაღიზიანებელი დამიჯერეთ”- წერს ბაკურ სვანიძე.

თეგები: ბაკურ სვანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved