• რეკლამა
  • კონტაქტი
10:13, ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა აკავშირებთ მეუფე ნიკოლოზსა და ვასაძეს? – “ეკა კვესიტაძემ იცით რა მკითხა?”

ალია ავტორი - ალია
16:30 06-04-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
54

„პრაიმტაიმის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი ბიზნესმენ ლევან ვასაძის ნათესავია, კერძოდ – ვასაძისა და მეუფე ნიკოლოზის ბებიები დები იყვნენ.

ამ ინფორმაციას სააგენტოსთან მეუფე ნიკოლოზი ადასტურებს და აცხადებს, რომ „ჩვენ დების შვილისშვილები და ერთი თაობის ნათესავები ვართ“.

მეუფე ნიკოლოზი სააგენტოსთან ინტერვიუში საუბრობს სინოდის მომდევნო სხდომის შესახებაც, სადაც შესაძლოა, დღის წესრიგში ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს ეკლესიიდან განკვეთის საკითხი დადგეს.

-მეუფე ნიკოლოზ, რამდენიმე თვის წინ ლევან ვასაძემ პოლიტიკაში მოსვლა არ გამორიცხა. თქვენი ინფორმაციით, აპირებს ის ამჟამად პოლიტიკაში ჩართვას?

-ამის შესხებ ინფორმაცია ნული მაქვს, ოღონდ მართლა. ისე რომც მქონდეს, პოლიტიკური განცხადებების გაკეთება ჩემი მხრიდან სწორი არ იქნება.

-პოლიტიკაში მის ყოფნას ისურვებდით?

-რატომ უნდა მოვიდეს პოლიტიკაში?! რა უნდა აკეთოს?! პრეზიდენტი უნდა გახდეს თუ პრემიერ-მინისტრი?!  მე რამდენადაც ვიცი, ვინც პოლიტიკაში მოდის, იმას აქვს თავისი პროგრამა. არ ვიცი, ეს პროგრამა გამოაქვეყნოს და მერე ვილაპარაკოთ

ის ძალიან მიყვარს, არაჩვეულებრივი ადამიანია პირად ურთიერთობაში, მაგრამ რაც შეეხება მის მოსაზრებებს, ვერაფერს გეტყვით.

როდესაც პოლიტიკაში მოსვლაზეა ლაპარაკი, სასწორზე ბევრად უფრო მეტი დევს, ვიდრე სისხლით ნათესაობა.

-პოლიტიკაში მოსვლის შემთხვევაში, დაუჭერთ თუ არა მას მხარს?

-მე ვერ დავუჭერ ლევანს მხარს, რადგან მის მოწინააღმდეგეს ეკლესიიდან ვერ გავუშვებ – მე ეკლესია ვარ. მე მას პოლიტიკურ მხარდაჭერას ვერ გამოვუცხადებ, რაც არ უნდა ახლობელი იყოს, რადგან მის მოწინააღმდეგეს პოლიტიკურ წინააღმდეგობასა და დევნას ვერ გავუწევ.

-ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს შესახებაც გკითხავთ, გეგმავს სინოდი მისი ეკლესიიდან განკვეთას?

-მისი განკვეთა არის მასზე დამოკიდებული. წესია ეკლესიაში, რომ ერთი დანაშაულისთვის ადამიანი ერთი სასჯელით ისჯება.

მან უკვე დააშავა და ერთი სასჯელით დაისაჯა – დროებით შეჩერებული აქვს მღვდელმოქმედება. თუ სხვა რამეს არ დააშავებს, მაშინ მეორეჯერ ამ დანაშაულისთვის არ დაისჯება.

თუ რამეს მოიმოქმედებს, არ ვიცი წინასწარ, მერე ვილაპარაკოთ. მას რა გეგმა აქვს, ვინ იცის.

-ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი აცხადებს, რომ მეუფე პეტრეს ეკლესიიდან განკვეთის შესახებ საკითხს სინოდის სხდომაზე დააყენებს…

-მეუფე იაკობის, ჩემი, მეუფე ანტონის საუბრები, ძირითადად, დამონტაჟებულია, ანუ შეკვეცილი, კონტექსტიდან ამოღებული. მე რამდენიმე შემთხვევა მქონდა, როდესაც ჩემი ნათქვამი ისე გამოიყვანეს, როგორც … ანუ საწინააღმდეგო აზრი გამოვიდა.

მაგალითად, ცოტა ხნის წინ ვიყავი ეკა კვესიტაძესთან და რა მკითხა იცით? რატომ ხარ ვაქცინის წინააღმდეგიო?! მე არასდროს ვყოფილვარ ვაქცინის წინააღმდეგი, რაც ვთქვი, ეს ვაქცინას კი არა, აკრძალვასა და დაძალებას ეხებოდა.

ასევე, მეუფე იაკობის საუბარი არის კონტექსტიდან ამოღებული. როდესაც მეუფემ თქვა, რომ მეუფე პეტრე აუცილებლად დაისჯებაო, მან იგულისხმა – თუ დააშავებს. თუ არ დააშავებს, არ დაისჯება.

-რას გულისხმობთ დაშავებაში?

-მე რა ვიცი, რას ვგულისხმობ. დააშავებს და მერე ვილაპარაკოთ. რაც უკვე დააშავა, ამას წინასწარ ვერავინ იგულისხმებდა. შეუძლებელია იმის გამოცნობა, რის დაშავებას აპირებს ადამიანი.

-მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე სოდომურ ცოდვისთან დაკავშირებით, „მამხილებელი მტკიცებულებების“ წარდგენას ითხოვს. რატომ არ აძლევს სინოდი მას აღნიშნულის საშუალებას?

-კარგად არ მახსოვს, რომელ წელს აკურთხეს მეუფე პეტრე ეპისკოპოსად, მაგრამ მას ბევრი წერილი ჰქონდა იმისთვის, რომ სინოდზე მტკიცებულებები წარმოედგინა, რაც არ გააკეთა. ახლა მისი მღვდელმოქმედება არის შეჩერებული, ახლა აღარ აქვს უფლება, რომ მტკიცებულებები წარმოადგინოს.

წესია ასეთი, რომ ბრალდების დაყენების უფლება აქვს ადამიანს, რომელიც არ არის დასჯილი. თავი სპეციალურად დაგვესჯევინა, რომ მერე ეკლესიისთვის ბრალდება წაეყენებინა და შემდეგ ეთქვა, რომ ჩვენ მას არ ვუსმენთ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
სახლები დღიურად
ახალი ამბები

​ნუ დახარჯავ ფულს რეკლამაში! – როგორ შეიძლება იქცეს „სახლები დღიურად“ საკუთარი თავის რეკლამად?

17:33 08-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved