“მთავარი არხის” დირექტორი, ნიკა გვარამია, წერს:
“მე არ ვიცი, როდის რა ჩაიშალა და ვინ სად არ მიიწვიეს, მაგრამ ფაქტია – პასუხისმგებლიანი და მშვიდობიანი ოპოზიცია მშვიდობიან ქუჩის აქციებსაც ატარებს (უშუალო დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ფორმაა, ვისაც არ უნდა ეგოიმებოდეს, ეშინოდეს თუ აფრთხობდეს) და მოლაპარაკების მაგიდასთანაც ზის.
და მთავარი, მადლობა US Embassy Tbilisi, GeorgiaEuropean Union in Georgia ეს მედიატორები არის ჩვენი ხსნა და დიდი ბედნიერებაა, რომ მათ ეს იციან და ყველაფერს აკეთებენ, რომ პროცესები, ერთის მხრივ, მშვიდობიანად და რაციონალურად, ხოლო, მეორეს მხრივ, ხალხის და ქვეყნის ინტერესებში გადაწყდეს. ვისაც ეს არ გესმით ან არ გინდათ, რუს სამშვიდობოებზე ოცნებობთ, ეტყობა.”
კომენტარები