ყველა საჯარო და კერძო ბაღი მუშაობას დღეიდან განაახლებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ სკოლამდელ, სააღმზრდელო დაწესებულებებში იმოქმედებს სპეციალური რეგულაციები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ ეპიდემიოლოგებთან, ინფექციონისტებთან და მედიკოსებთან ერთად შეიმუშვა.
ორ კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20%-ს სავალდებულო ტესტირებაც ჩაუტარდება. ეპიდემიოლოგები სკოლამდელ დაწესებულებებს და მშობლებს ურჩევენ, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ, დაიცვან რეგულაციები და ინფექციის პრევენციის შესაბამისი ღონისძიებები გაატარონ, რადგან სასწავლო პროცესს კვლავ საფრთხე არ შეექმნას.
კომენტარები