• რეკლამა
  • კონტაქტი
06:40, ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქვეყანა ოლიგარქიულმა სისტემამ, კორუფციამ ჩაითრია – სანდუმ მოლდოვის უახლესი ისტორია გაიხსენა

ალია ავტორი - ალია
17:04 07-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ბათუმის კონფერეციაზე სიტყვით გამოსვლისას მისი ქვეყნის მაგალითი გაიხსენა აღმოსავლეთ პარტნიორობის დაწყებისას და თქვა, რომ მაშინ ოლიგარქიულმა სისტემამ ჩაითრია მოლდოვა:

“მინდა დავუბრუნდეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის დასაწყისს და შეგახსენოთ, რომ იმ დროს, ჩემი ქვეყანა, მოლდოვა მიიჩნეოდა წარმატებულ ქვეყნად აღმოსავლეთ პარტნიორობაში. დიდი იმედები არსებობდა რომ ქვეყანაშიც და ევროკავშირის ინსტიტუტებშიც კვლავ ასოცირების შეთანხმების საფუძველზე ქვეყანა განვითარდებოდა დემოკრატიული სისტემები ჩამოყალიბდებოდა, მთელს ქვეყანაში, მისი მოქალაქეების საკეთილდღეოდ. თუმცაღა მალევე, იმ საპნის ბუშტმა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში საბანკო სისტემებში შეიქმნა და მას მოჰყვა სხვა კრიზისები…

სამწუხაროდ, ქვეყანა ამ ყველაფერმა, ოლიგარქიულმა სისტემამ, კორუფციამ ჩაითრია. მალევე, ჩემი ქვეყნის მოქალაქეები და ბრიუსელი აცნობიერებდნენ უკვე, რომ ჩვენ აღარ ვიყავით წარმატებული ამბავი და შემთხვევა. რეფორმები ქაღალდზე დარჩა, დისკუსია დემოკრატიაზე და ანტიკორუფციული ძალისხმევაზე, მხოლოდ ლამაზ ანგარიშებში იგზავნებოდა ბრიუსელში. მოლდოვას აკლდა ძირითადი საკითხები, რომელიც ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია.

ქვეყანა ჩაეფლო იმ მორევში, რომელიც აღარ გვაძლევდა ევროკავშირთან ასოცირების შესაძლებლობის გამოყენების უფლებას.

დასჯის, ან სანქციების გარეშე, მოლდოვამ დაკარგა რეპუტაცია. ჩვენ აღარ ვიყავით სანდო პარტნიორი, ჩვენ აღარ მიგვიჩნევდნენ იმ ქვეყნად, რომელიც ნაკისრი ვალდებულებების შემსრულებელი იყო.

ცვლილებები მოხდა ბოლო წელს, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად. ხალხმა აირჩია ნამდვილი დემოკრატია, კარგი მმართველობა და ძლიერი მხარდაჭერა გამოგვიცხადა ხალხმა ამ არჩევნების საფუძველზე. ამას უკვე ხელს უწყობს ევროკავშირი […]”, – თქვა მაია სანდუმ კონფერენციაზე.

თეგები: მაია სანდუ

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ESG მდგრადობა
ახალი ამბები

ESG მდგრადობა ქართული ბიზნესისთვის: რატომ ხდება გარემოსდაცვითი შესაბამისობა საექსპორტო და საინვესტიციო აუცილებლობა

13:39 08-18-2026
„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
ახალი ამბები

„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა

13:28 08-18-2026
ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი
ახალი ამბები

ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი

13:18 08-18-2026
ბინის ყიდვა თბილისში
ახალი ამბები

როგორ იცვლება თბილისის ყოველდღიური ცხოვრება ქალაქის ზრდის ფონზე

11:44 08-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved