• რეკლამა
  • კონტაქტი
05:33, შაბათი, 4 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქუჩებში თავისუფლად დადის მკვლელი, რომელმაც 12 წლის შვილი მომიკლა! – ანი იანუშაიტიტეს დედა კობახიძესთან შეხვედრას ითხოვს

ალია ავტორი - ალია
11:31 03-29-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

თბილისში, სამი წლის წინ, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 12 წლის ანი იანუშაიტიტეს დედა ირაკლი კობახიძეს მიმართავს და მასთან შეხვედრას ითხოვს.

“ვითხოვ შეხვედრას, კვლავ ვითხოვ, ჩატარდეს ჩემი შვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ეფექტური გამოძიება, ვინაიდან,  ვთვლი, რომ არ არის ახლა ეფექტური გამოძიება. 1 თვეა ვითხოვ ერთ-ერთი მოწმის დაკითხვას და ვერ მოხერხდა. ერთი გამომძიებელი წასულია შვებულებაში, ხომ შეიძლება ის ჩანაცვლდეს სხვით?! პრაქტიკულად საქართველოში კამერის წინ თუ არ მოხდა დანაშაული გამოძიება ვერ ჩატარდება, მე ამას მივხვდი.  ესაა დაცინვა, არაპროფესიონალიზმი, გულგრილობა, მავნებლობა, ყველაფერია ერთად შერწყმუული ვერც გამოვყოფ. 

აქ კითხვები აღარ არის, ეს მართლა მკვლელობაა. კითხვები უბრალოდ იმ ნაწილში მაქვს, რომ რატომ არ უნდათ რომ აღიარონ რომ ესაა მკვლელობა. 3 წელი გავიდა, კომისიური ექსპერტიზა დღემდე ვერ შედგა, ვერ დაჯდა სამი ექსპერტი, რომ დასკვნა დაწერონ, ეს მიჩენს ეჭვებს. ის მიჩენს ეჭვებს, რომ მე-18 დღეს ყველაფერი გაჩეხეს იქ და სახე უცვალეს იმ ადგილს, როგორ შეიძლება ამ ყველაფერზე ეჭვი არ გაგიჩნდეს ადამიანს, თორემ ჩემი შვილი რომ მოკლულია ამაში ეჭვი არ მეპატრება დაზიანებები სახიდან გამომდინარე, რა მდგომარეობაში იყო ბავშვი, ნაბრძოლი იყო, დაგლეჯილი და დაბრდღვნილი. რა თქმა უნდა იმ ადგილას [სადაც იპოვეს] ვერ მოხვდებოდა, საყურე თმაში ვიპოვეთ, ხელში თმა ჰქონდა თავდამსხმელზე გამოგლეჯილი, უკნიდან წვივში წიხლი ჰქონდა ჩარტყმული, მეტრიან მილზეა ბავშვი ძალით გადაყვანილი და ფეხები აქვს მაგ დროს დაგლეჯილი. ეჭვს ბადებს, რომ მეუბნებიან ეს ლინზაზე აკრული შენ გეჩვენება, გადაცდენით არის ბავშვი დაღუპული, ადგილი რომ გამიჩეხეს, დაზარალებულის სტატუსის მოცემა რომ არ უნდოდათ, კამერის ჩანაწერებზე რომ მითხრეს დაგვავიწყდა აგვეღოო, შემდეგ აღმოჩნდა, რომ მისულები იყვნენ და ამოღებული არ იყო შეგნებულად, მერე მესამე ვერსია თქვეს მივედით და არაფერი არ ჩანდაო”. – ამბობს იანუშაიტიტეს დედა. 

მისი თქმით, 39 დაზიანება სხეულზე, დამტვრეული ტელეფონი თითის ანაბეჭდების გარეშე, „დავიწყებული“ კამერები “არწმუნებს”, რომ მისი 12 წლის გოგო მოკლეს. დედას კითხვებს გამოძიების “არაეფექტურად მუშაობა” უჩენს ეჭვს.

“გთხოვთ როგორც მამას, პირველ რიგში, ჩაერთეთ ამ საქმეში, აიყვანეთ ეს საქმე პირად კონტროლზე და ნახეთ, რომ ამ საქმეში არაფერი არ ხდება და წინსვლა არაა, გადაახედინეთ ეს საქმე თავიდან, შემოწმდეს ყველაფერი, იქნებ რაღაც ნიუანსი იპოვოთ, თორემ დარჩენილია ეს საქმე გამოძიების გარეშე და ვიღაც დადის, ვინც 12 წლის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა, ყველასთვის საშიშია, როდესაც ასეთი ადამიანი თავისუფლად დადის და მე, უბედური დედა, ვიხვეწები 3 წელია, მომიძებნეთ ჩემი შვილის მკვლელი, გავიგო რა ვითარებაში მოკვდა ჩემი შვილი – ამაზე არ მაქვს პასუხი, არ მაქვს გამოხმაურება და არ მაქვს შედეგი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია”- აღნიშნავს ის. 

2023 წლის 17 მარტს დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე 12 წლის ანა იანუშაიტიტე გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახი აცხადებს, რომ გოგო მოკლეს, რადგან მას სხეულზე დაზიანებები ჰქონდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს
ახალი ამბები

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს

18:17 07-03-2026
Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
ახალი ამბები

Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა

15:31 07-03-2026
საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved