• რეკლამა
  • კონტაქტი
15:03, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ყველაზე უცნაური შემთხვევაც ვნახეთ” – ადამიანის რა უფლებები დაარღვია გუშინდელ აქციაზე შსს–მ?

ალია ავტორი - ალია
21:26 03-08-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
501

სახალხო დამცველის მოადგილე აცხადებს, რომ გუშინ, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულების ნაწილის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია მათი ოჯახის წევრებისთვის და სახალხო დამცველის აპარატისთვის.

მისივე თქმით, 7 მარტის აქცია იყო გამონაკლისი, როცა სახალხო დამცველის აპარატთან შსს კონტაქტზე არ გამოდიოდა:

“25 დაკავებული ვნახე, ზოგიერთი მათგანი სრულიად უმიზეზოდ არის დაკავებული. დაკავებულის ოჯახის წევრებმა არ იციან, სად არიან დაკავებულები, ეს არის აღმაშფოთებელი. ყოველთვის, როცა ასეთი დაკავებები ხდებოდა, შსს-დან ყოველთვის გვქონდა ინფორმაცია, გუშინდელი აქცია იყო სრულიად გამონაკლისი, რადგან შსს კონტაქტზე არ გამოდიოდა, დღემდე არ ვიცი ზოგიერთი დაკავებულის ადგილსამყოფლის შესახებ.

ვნახეთ რამდენიმე შემთხვევა, როცა დაზიანება აღენიშნებათ დაკავებულებს, ეს დაზიანება, როგორც აცხადებენ, იმ დროს აქვთ მიღებული, როცა პოლიციის იურისდიქციის ქვეშ იყვნენ, მაგალითად, ზურა ჯაფარიძეს და ნიკა მოსიაშვილს დაზიანებები მას შემდეგ აქვთ მიღებული, რაც მათი დაკავება მოხდა და პოლიციის კონტროლის ქვეშ იყვნენ…

ასევე, რამდენიმე დაკავებული საუბრობდა, რომ დაკავების პროცესში პოლიციის მხრიდან უმიზეზოდ გინება და შეურაცხყოფა იყო.

ყველაზე უცნაური შემთხვევაც ვნახეთ, ერთი ადამიანი, რომელიც ოქროყანიდან მოდიოდა, გზად გაიარა, საერთოდ სუფთა ტანსაცმელი ეცვა, არანაირი აქციის კვალი მას არ ეტყობოდა, ამ ადამიანის დაკავება ყოველგვარი მიზეზის გარეშე მოხდა. ბევრ დაკავებულს ადვოკატი არ ჰყავს, ამის შესახებ შესაბამის უფლებადამცველ ორგანიზაციებს შევატყობინებთ,” – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი გუშინ, აქციის დარბევის დროს დააკავეს. როგორც ადვოკატი აცხადებს, მათ დაზიანებები და ცემის კვალი აღენიშნებათ, ზურა ჯაფარიძეს კი ჰოსპიტალიზაცია სჭირდება.

თეგები: გიორგი ბურჯანაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ქრონომეტრი – ბინა ლისზე
ახალი ამბები

“ქრონომეტრი” ლისზე –  სპეციალური შეთავაზება თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის

13:57 11-09-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved