• რეკლამა
  • კონტაქტი
07:17, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

ყველაზე სრულყოფილი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი „ნიუ ჰოსპიტალსშია“

ალია ავტორი - ალია
15:10 03-16-2023
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,251

„ნიუ ჰოსპიტალსის“ რადიოლოგიის ცენტრი Siemens-ის წარმოების საქართველოში უახლესი, ყველაზე სრულყოფილი და მძლავრი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფით აღიჭურვა და პაციენტებს უნიკალური შესაძლებლობების მქონე რადიოლოგიურ მომსახურებას სთავაზობს.

Siemens-ის ახალი 3 ტესლა სიმძლავრის ტომოგრაფი, ინტელექტისა და სიჩქარის სრულყოფილი ბალანსია, რაც უმაღლესი ხარისხის და გარჩევადობის გამოსახულებას 50-70%-ით შემცირებულ დროში უზრუნველყოფს. უნიკალური ტექნოლოგიისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, პაციენტებს შესაძლებლობა ეძლევათ უმოკლეს დროში ჩაიტარონ სიღრმისეული კვლევა, მიიღონ მაქსიმალურად ინფორმატიული და მკაფიო კლინიკური პასუხები.

ახალი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი საუკეთესოა ორგანოების, ორგანოთა სისტემების და რბილი ქსოვილების კვლევისთვის. ამავდროულად, იგი დატვირთულია ღრმა კვლევის ტექნოლოგიით, რაც უჯრედულ დონეზე კვლევას უზრუნველყოფს და გულ-სისხლძარღვთა კვლევების სიმრავლით უპრეცედენტოა ქვეყნის მასშტაბით.

ტომოგრაფის კვლევითი შესაძლებლობები საუკეთესოა ნევროლოგიური, ორთოპედიული, ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებისთვის. ტომოგრაფის დახვეწილი ხელოვნური ინტელექტი მოიპოვებს დეტალურ მონაცემებს, იმახსოვრებს მათ და განმეორებითი კვლევისას ცვლილებების გამოვლენის შესაძლებლობას იძლევა. ასევე, აუმჯობესებს კვლევის დროს და ხარისხს – თითოეულ პაციენტს მოარგებს კვლევის პროგრამას და ხანგრძლივობას. მისი უნიკალური, BioMatrix ტექნოლოგია შესაძლებელს ხდის პოზიციის ცვლილებას და პაციენტის მოძრაობის შემთხვევაში კვლევა არ საჭიროებს ხელმეორედ ჩატარებას.

ტომოგრაფის მნიშვნელოვანი უპირატესობა მისი გაუმჯობესებული დიზაინი და შესაძლებლობებია, რაც კვლევის განხორციელების პროცესს მაქსიმალურად კომფორტულს ხდის როგორც ზრდასრული, ისე მცირეწლოვანი და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის.

  •  კვლევები შესაძლებელია ჩატარდეს უპრეცედენტოდ მოკლე დროში – გარკვეულიზონების კვლევა მხოლოდ 2 წუთს საჭიროებს.

  • თავისუფლად სუნთქვის შესაძლებლობა – გარკვეული კვლევების პროცესშისუნთქვის შეკავება აღარ არის აუცილებელი.

  •  ფართო გვირაბი და ვენტილაციის გაუმჯობესებული სისტემა ჭარბწონიანი (250 კგ.-მდე) პაციენტების გამოკვლევას ხდის შესაძლებელს.მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია კვლევის სრულიად უსაფრთხო მეთოდია, ნებისმიერი ასაკის პაციენტებისთვის, მათ შორის ახალშობილებისა და ორსულებისთვის.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ რადიოლოგიის ცენტრი აღჭურვილია უახლესი თაობის აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რომლებიც მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობების გამოყენებით, რადიოლოგიური კვლევების უმაღლეს სტანდარტსა და სანდოობას უზრუნველყოფენ.

თეგები: მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიანიუ ჰოსპიტალსირადიოლოგიის ცენტრიტომოგრაფია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved