• რეკლამა
  • კონტაქტი
04:29, სამშაბათი, 30 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ყველაზე სევდიანი ისაა, ვიდეოქოლებში რომ ვხედავ თბილისს, იმის მაგივრად, მონატრებით მიფრიალებდეს გული, სუფრაზე რაღაც რომ გაწყენს და დანახვაზე გაზიდებს, ის რეაქცია მაქვს“ – ნატა ფერაძე

ალია ავტორი - ალია
19:22 05-13-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
672
გერმანიაში, ემიგრაციაში  მყოფი სამოქალაქო აქტივისტი, ნატა ფერაძე:
„ყველაზე სევდიანი ისაა, ვიდეოქოლებში რომ ვხედავ თბილისს, იმის მაგივრად, მონატრებით მიფრიალებდეს გული, სუფრაზე რაღაც რომ გაწყენს და დანახვაზე გაზიდებს, ის რეაქცია მაქვს, 2 წელი გავა 16 მაისს, რაც წამოვედი და სულ უფრო ვრწმუნდები წამებში მიღებული გადაწყვეტილების სისწორეში.
პატრიოტულ ფანჩარს მანამ დაიპუტავთ ამის წაკითხვისას, არ დაგავიწყდეთ, ყველა და ყველაფერი დავყარე, რაც მთელი ცხოვრება მიშენებია და მიყვარდა და იმ კონდიციამდე მივედი, რომ ამას არ ვნანობ, მიხარია და გათავისუფლებას ვგრძნობ, 60 წელს მიკაკუნებულზე, იმის მაგივრად ვარდებს ვუვლიდე ნაფოფინებ ბაღში, ნულიდან მირჩევნია დავიწყო, უცხო ქვეყანაში, თავის გერმანულის არტიკლებიანად, ვიდრე ავიტანო სიჩუმის გამო დამახინჯებული ქალაქები და კურორტები, დაჭრილი ხეები, დაბეტონებული პარკები, შშმ ტიპებისთვის არაადაპტირებული გარემო, უწამლოდ ნაწამები ბავშვები, ქუჩაში “მორწმუნეების” და “კდემამოსილების” ზიზღით მონგრეული სახეები, თავყრილობრბზე, მარნის ღვინის “დაგემოვნებისას” იმის სმენა, რომ: “ვაიმეე რა მაგარი ხააარ, ყველას, ჩვენს მაგივრად იბრძვიი, მე კი აარ შემიძლიააა ამდენიი” , არა ჯანდაცვა, არა განათლება, არაფერიი, რაც ადამიანად გაგრძნობინებს თავს და ეს ყველაფერი (და კიდე სხვა მრავალი) არის მხოლოდ ანარეკლი, ისაა, რაც დავიმსახურეთ. ეს, რათქმაუნდა არ ეხება იმ უმცირეს გამონაკლისს, ვინც არასოდეს გაჩუმებულა, გაყიდულა, დამორჩილებულა ან “არგაუღიზიანებია” ვიღაც უროდი. და ჩემი უდიდესი მადლობა და სიყვარული თქვენ.
უბრალოდ ყველას გვაქვს ჩვენი გაძლების ზღვარი და ამ ურთიერთზიზღით (და ასევე ტყვიით, კანცეროგენით) გაჟღენთილი ჰაერის სუნთქვას თუ ვეღარ უძლებ, უნდა გაეცალო. თუნდაც იმიტომ, ვიღაც ფეხზე დააყენო და რაღაც თუ მოხდა და ეს ჯოჯოხეთი დასრულდა, ასაშენებელი რესურსი (განათლება და მენტალობა) ქონდეს კიდე ვინმეს. ქოცების გაჩაჩანაკებულს რამე ეშველოს.
გაძლება, ვინც ადგილზე იბრძვით,
გაძლება ბრძოლით დაღლისგან “გამოქცეულებს,” გაჩუმებულებს და შუაშისტ არცქოცივარარცნაცებს ყველა წყევლა და რისხვა, რასაც იმსახურებთ, ეშმაკის მაშხალებო.
16 მაისს ემოციურად უმძიმესი დღეა (არა მარტო წამოსვლის გამო) და მომინდა ასე გაზიარება.“
თეგები: ნატა ფერაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
ახალი ამბები

პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება

13:50 06-29-2026
ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე
ახალი ამბები

ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე

13:47 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved