• რეკლამა
  • კონტაქტი
13:40, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ყველაზე მთავარი ტყუილი კი ის არის, რომ საქართველოში არანაირი პრაიდი არ ყოფილა არცერთხელ” – ნათია ფანჯიკიძე

ალია ავტორი - ალია
12:59 07-10-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,104

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე:

,,ეს პოსტი დავუწერე ამ წამს მეგობარს, კარგ და ჭკვიან ადამიანს, რომელიც რადგან კითხვას სვამს, “რა საჭიროა პრაიდი, ხომ შეიძლება თავისთვის იყვნენ”? – ესეიგი პასუხი კვლავ აუცილებელია. ამიტომ ვაკოპირებ სტატუსად ყველასთვის და ამავდროულად, ძალიან შემაშფოთა ახალმა აქტიურმა კამპანიამ – ავრცელებენ ტყუილებს, თითქოს ფესტივალზე ეშმაკის ქანდაკება ედგა ამ ხალხს და სატანისტური რიტუალებისთვის ემზადებოდნენ და ითრევენ ამ მისტიკურ შიშში ადამიანებს, რასაც თავისუფლად შეიძლება მოყვეს ბევრი ტრაგედია.

ვეცდები ავხნა ირინა: ეს ადამიანები სულ იყვნენ ზიზღის ობიექტები, ამიტომ ყველაფერი უნდა დაემალათ.
დახურული და არა ღია საზოგადოება კი ყოველთვის არის უბედურების წყარო. ამ ადამიანების მიმართ იოლი იყო შანტაჟი, შერცხვენა, მათი იძულება, ე.წ. “დავერბოვკებაც” და ასხვა ძალადობები, რადგან სიკვდილი ჯობდა იმას, რომ ვინმეს, თუნდაც ოჯახის წევრს გაეგო, რომ განსხვავებულია.
პრაიდი ჩამოყალიბდა მას მერე, რაც აშშ-ში, კლუბ ცისარტყელაში შეკრებილ ჰომოსექსუალებს სასტიკად გაუსწორდა ბრბო და დაიღუპა კიდეც ხალხი. ამის მერე გაჩნდა უფლებების დაცვის მძლავრი მოძრაობა, რომელიც გადაედო მთელ ევროპასაც, რადგან არც ევროპაში იყვნენ უკეთეს დღეში ლგბტქ ადამიანები და საზოგადოებები თვალს ხუჭავდნენ მხოლოდ გენიოსების მიმართ. თუმცა გენიოსებსაც არ ჰქონდათ ტკბილი ცხოვრება სცენის მიღმა. მაგალითად საქართველოში ფარაჯანოვი ციხეში ჩასვეს მამათმავლობის ბრალდებით. უცხოელი არტისტების მიმართაც იყო უამრავი დისკრიმინაცია მათ ქვეყნებში.
პრაიდზე სულაც არ გამოდის ყველა ადამიანი, მაგრამ თავისთავად პრაიდი არის ერთგვარი ხილვადობის აქტი, – აქ ვარ, მე ვარ, ასეთი ვარ და ამის გამო ბოდიშს ვერ მოვიხდი, რადგან ჩემი ბრალი არაა, რომ ასეთი დავიბადე.
გაცხადებულობა ადამიანებს ეხმარება თუნდაც იმაში, რომ მათ მიმართ შანტაჟი ვერ შეძლოს ვინმემ. ხილვადობა ასევე ეხმარება მათ ნორმალურ ყოფას, რადგან სანამ არ იცნობ ადამიანს, შეიძლება არ გძულდეს, მაგრამ არც გიყვარდეს და როცა გაიცნობ და აღმოაჩენ, რომ ისიც შენნაირია, ჩვეულებრივი გრძნობები აქვს, ჩვეულებრივად რეაგირებს ყველა ადამიანურ მოვლენაზე, გადასარევი მეგობარია, ჭკვიანია, კეთილია, ბუნერივად აღარ გგონია მერე ეს ადამიანი “ბუა” და ნამდვილი უფლებრივი თანასწორობა სწორედ ესაა, რომ როგორც შენ შეგიძლია გამოხატო, რომ ქალი ხარ, მასაც შეეძლოს გამოხატოს, რომ განსხავებული ორიენტაცია აქვს. ერთი წუთით წარმოიდგინე, შენ რომ მოგესიოს ბრბო და სატანა გეძახოს, რა დღეში ჩავარდები და როგორ იგრძნობ თავს. ახლა მიდის უკვე აქტიური რუსული კამპანია ამ ხალხის დემონიზების, რას გვანან, ეშმაკები არიან და დაატარებენ ვიდეოებს, ზოგს პორნოსაიტიდან მოჭრილს და ზოგსაც უცხოური პრაიდის ისეთ იშვიათ მონაწილეთა ჩვენებით, რომლებსაც შესაძლოა ჰქონდეთ რაიმე სახის ფსიქიკური პრობლემა იმ მომენტში და იმ კონკრეტულ წამს უჩვეულოდ იქცეოდნენ. ეს არის ორმაგად ბოროტება, რადგან არც ფსიქიკური მდგომარეობებია დემონური მდგომარეობები და არც ლგბტ ადამიანთა შორის არის იმაზე მეტი ექსცენტრიკული და გამომწვევი ქცევის ადამიანი, ვიდრე არა-ლგბტთა შორის.
ასევე, როცა უნდათ წარმოაჩინონ, რომ ლგბტ ადამიანები არიან გარყვნილები, ეს არის დიდი ტყუილი. მათ შორის იმდენივეა გარყვნილი, რამდენიც ყველა სხვა სქესის და ორიენტაციის ადამიანთა შორის. ბევრს საერთოდაც არ ჰყავს არანაირი პარტნიორი და ეს საერთოდ არ მიუკუთვნება გარყვნილების საკითხს.
“სახლში რაც უნდათ ის აკეთონ” – ეს დიდი ტყუილია, რადგან თუ ქუჩაში გამოსვლისას უცხოპლანეტელად მთვლი, ჩათვალე, რომ სახლიც გაკონტროლებულია. ამიტომ დღეს აქვს ამ პრაიდებს მნიშვნელობა, ხვალ არ იქნება პრაიდი საჭირო, უკვე გვეცოდინება, რომ ყველა ვართ ისეთები, როგორებიც ვართ და რომ სახელმწიფოს და კანონის წინაშე აბსოლუტურად იდენტური უფლებები გვაქვს.

პ.ს. ყველაზე მთავარი ტყუილი კი ის არის, რომ საქართველოში არანაირი პრაიდი არ ყოფილა არცერთხელ. ათი აქტივისტი თუ შეიკრიბებოდა, მათგან ლგბტქ წარმომადგენელი ნახევარიც არ იყო და ათიათასი კაცი ესხმოდა თავს მოსკალავად. ბოლო ორი წელი კი საერთოდ დახურულ სივრცეში იკრიბებიან და იქ ესხმიან თავს.”

თეგები: ნათია ფანჯიკიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved