• რეკლამა
  • კონტაქტი
21:26, ოთხშაბათი, 8 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ ამის მკადრებელი “ოპოზიცია” ვერასოდეს მოვიდეს ხელისუფლებაში” – ნათია ლეთოდიანი

ალია ავტორი - ალია
19:42 07-08-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
112

სამოქალაქო აქტივისტი, ნათია ლეთოდიანი:

ჰააგის დეკლარაციაში გასაგებად წერია, რომ ნებისმიერი შემდეგი არჩევნები, რომელიც შეცვლილი წესების გარეშე ჩატარდება, არალეგიტიმურია!
თითქოს რა მარტივია ხო? მაგრამ არაა… ლელომ ჩაატარა ამ თემაზე ბრიფინგი და ყველაფერი ჩამოთვალა ამ პუნქტის გარდა!
ახლა ამის დრო არაა კი არა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ ამის მკადრებელი “ოპოზიცია” ვერასოდეს მოვიდეს ხელისუფლებაში
ცნობისთვის, “ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია “ოცნების” დელეგაციის გადაწყვეტილებას, “ჰააგის დეკლარაციაზე“ გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, ასე გამოეხმაურა:

“ქოცები” კიდევ ერთხელ გაიქცნენ, ამჯერად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დარბაზიდან, ისე როგორც გასულ წელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დარბაზიდან და იქამდე ევროპარლამენტის დარბაზიდან.

“ქოცი”  გარბის ყველა სივრციდან, სადაც ისმის სიმართლე, სადაც არის თავისუფალი კონკურენცია, სადაც არ ჭრის “ქოცური” ხრიკები, სადაც არ მუშაობს მდარე “ქოცური” ვირეშმაკობა. 

“ქოცი” მირბის ყველა იმ სივრცეში, სადაც არის დიქტატურა, კორუფცია, უკანონობა, ძალმომრეობა. 

ნიშანდობლივია, რომ დღეს “ოცნების” რეჟიმმა უარი განაცხადა სწორედ „ჰააგის დეკლარაციაზე“ გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობაზე. 

“ქოცს” აშინებს ყველაფერი, რაც ჰააგას უკავშირდება, რადგან “ქოცმა” ძალიან კარგად იცის,  რომ მისი დასასრული მჭიდროდ არის გადაჯაჭვული სწორედ ამ ქალაქის სახელგანთქმულ ტრიბუნალთან. 

შესაძლოა “ქოცი” დღეს კუდამოძუებული გამოქცეულიყო ჰააგის საპარლამენტო ასამბლეის დარბაზიდან, მაგრამ ის ნამდვილად ვერ გაექცევა ჰააგის ტრიბუნალს. 

დღეს სრულიად ცივილიზებული სამყარო არის ერთ აზრზე კუთხეში მიმწყვდეულ “ქოცურ” რეჟიმთან მიმართებით.  ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს კვალდაკვალ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია სრულ პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს “მოსკოვის მექანიზმის” ანგარიშს და ეუთო/ოდირის დასკვნას და რეჟიმს მოუწოდებს, რომ დაუყონებლივ   

● გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი;
● გააუქმოს ფუნდამენტურ თავისუფლებებთან შეუთავსებელი  დრაკონული, რუსული კანონმდებლობა;
● უზრუნველყოს პოლიტიკური პლურალიზმი;
● უზრუნველყოს ადეკვატური საარჩევნო გარემო, რომელშიც შესაძლებელი იქნება თავისუფალი არჩევნების ჩატარება;
● შექმნას თავისუფალი და კონკურენტული პოლიტიკური გარემო, რაც ნიშნავს პოლიტიკური რეპრესიის და მათ შორის პარტიების აკრძალვის მცდელობის დაუყონებლივ შეწყვეტას;
● დაიცვას შეკრების, გამოხატვისა და მედიის თავისუფლება.

ეს არის დასკვნა, რომელიც საკადრის სახელს არქმევს არჩევნების გაყალბებას, ამომრჩეველზე ზეწოლას, ერთპარტიული დიქტატურის ჩაცემენტების მცდელობებს და ქართული სახელმწიფოს გადაგვარების რუსულ სპეცოპერაციას, რომლის მიზანიც არის ის, რომ თითოეული ქართველი წავიდეს უკან, ჩვენი სახელმწიფო წავიდეს უკან, არ მივაღწიოთ მშვიდობის და კეთილდღეობის სფეროს სახელად ევროატლანტიკური სივრცე და ჩავეფლოთ იმ რუსული ყაიდის კორუფციულ ჭაობში, რომელშიც “ქოცი” ხარობს ყველაზე კარგად, მაგრამ თქვენ და თქვენი ოჯახები ღარიბდებით და, სამწუხაროდ,  ყველანი ერთად მივდივართ სულ უფრო უკან. 

ეს არის დასკვნა, რომელიც ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ შეახსენებს დაუღლავი მშვიდობიანი დემოკრატიული ბრძოლის მნიშვმელობას რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც უდრის სიღარიბეს, საერთაშორისო იზოლაციას, კორუფციას და ქართული ეროვნული ინტერესის სპობას. შესაბამისად, ჩვენი, ქართველი ხალხის ბრძოლა მავნებელი, ანტიქართული რეჟიმის წინააღმდეგ გრძელდება და ამ ბრძოლაში ჩვენს გვერდით არის სრულიად ცივილიზებული მსოფლიო”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:16 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს  უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

16:03 07-08-2026
“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს
ახალი ამბები

“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს

15:59 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება

15:55 07-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved