• რეკლამა
  • კონტაქტი
05:53, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ყველაფერი ძილის აპნოეზე – სიმპტომები, რისკ–ჯგუფები, გართულებები – როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტირება?

ალია ავტორი - ალია
16:38 04-01-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,066

ალიას ესაუბრება კლინიკა ნიუ ჰოსპიტალსის  ნევროლოგი,  ნეიროფიზიოლოგი – ლელა ლორთქიფანიძე, რომელსაც პრაქტიკული გამოცდილება აქვს 2010 წლიდან (მათ შორის, 2019 წელს კლინიკური პრაქტიკა აქვს გავლილი დიდ ბრიტანეთში) და არის ევროპის პედიატრიული ნევროლოგიის საზოგადოების და საერთაშორისო კლინიკური ნეიროფიზიოლოგიის საზოგადოების წევრი.

როგორც ლელა ლორთქიფანიძე გვიყვება, მისთვის ექიმობა, პირველ რიგში დიდი პასუხისმგებლობაა, თუმცა, ამასთან, დიდი ბედნიერებაა, მოგეცეს შანსი ადამიანების დახმარების. 

–ყოველი მადლიერი პაციენტი  დიდი სიამოვნება და შემდგომი სამუშაო დღის მოტივაციაა. ექიმობა ღრმა ბავშვობაში გადავწყვიტე, ვფიქრობ, დედის შთაგონებით, სხვა მიზეზი, მართალი გითხრათ, არ მახსენდება.  

–რატომ პედიატრიული ნევროლოგია?

  პედიატრიული ნევროლოგია არის დარგი, სადაც  ყოველდღიურად ბევრი  სიახლე ჩნდება. დაავადებები, რომლებსაც წლების წინ ვერ ვმკურნალობდით, დღესდღეისობით მართვადია. რა თქმა უნდა, არსებობს დაავადებები, სადაც ჯერ–ჯერობით მედიცინა უძლურია და  ექიმისთვის ეს ყველაზე დიდ სირთულეს წარმოადგენს. თუმცა, ჩვენი პაციენტების ნებისმიერი  წინ გადადგმული ნაბიჯი და ყოველდღიურად მათ დიდ სიხარულში მონაწილეობა – მთავარი მოტივაციაა. 

–რა არის ძილის აპნოე?

–ძილის აპნოე  წარმოადგენს პოტენციურად საშიშ მდგომარეობას, რომლის დროსაც სუნთქვა ძილში წყდება ეპიზოდურად, განმეორებით.  ძილის აპნოეს ძირითადი ტიპებია:

  • ძილის ობსტრუქციული აპნოე (OSA). ეს არის ყველაზე გავრცელებული ფორმა, რომელიც გამოწვეულია  ზედა სასუნთქი გზების კუნთების მოდუნებით და /ან  ანატომიური თავისებურებებით.
  • ძილის ცენტრალური აპნოე (CSA) – ეს ხდება მაშინ, როდესაც ტვინი არასწორ სიგნალებს გადასცემს იმ კუნთებამდე, რომლებიც აკონტროლებენ სუნთქვას.
  • შერეული ტიპის  აპნოე – როცა ადამიანს აღენიშნება ორი ტიპის აპნოე: ობსტრუქციული და ცენტრალური.

–რა სიმბტომებია დამახასიათებელი? 

ძილის აპნოეს სიმპტომებია: 

  • ხმამაღალი ხვრინვა.
  • სუნთქვის შეჩერების ეპიზოდები ძილში, რასაც მოჰყვება ხოლმე შეფხიზლება. ამის გამო ძილი წყვეტილია, არასრულფასოვანი. 
  • სუნთქვის უკმარისობა ძილის დროს.
  • პირის სიმშრალით გაღვიძება.
  • დილის თავის ტკივილი.
  • უძილობა, იგივე ინსომნია.
  • ჭარბი ძილიანობა დღისით, იგივე ჰიპერსომნია.
  • სიფხიზლის დროს კონცენტრირების უნარის დაქვეითება.
  • გაღიზიანებადობა.  

–რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს და რამდენად მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტირება?

–თუ დილით   იღვიძებთ დაღლილი, დღის მანძილზე გაქვთ ძილიანობა და დაღლილობის შეგრძნება ან ზემოთ ხსენებული სიმბტომებიდან რომელიმე, შესაძლოა მიზეზი ძილის აპნოე  იყოს, ამიტომ აუცილებელია, მიმართოთ ექიმს. ძილის აპნოეს დროული ამოცნობა და ძილის ხარისხის გაუმჯობესება მნიშვნელოვნად ამცირებს სიმპტომებს დღის მანძილზე და  თავიდან აგვაცილებს ძილის აპნოეს შორეულ გართულებებს. 

 –რა მიეკუთვნება ძილის აპნოეს განვითარების რისკ ფაქტორებს და ვინ წარმოადგენს რისკ ჯგუფს?

–ძილის აპნოეს განვითარების რისკფაქტორებია: 

  • ჭარბწონიანობა – სიმსუქნე მნიშვნელოვნად ზრდის  ძილის აპნოეს განვითარების რისკებს.  
  • კისრის გარშემოწერილობა – სქელი კისრის მქონე ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ ვიწრო სასუნთქი გზები.
  • ვიწრო სასუნთქი გზები – შესაძლოა გქონდეთ თანდაყოლილი ვიწრო საყლაპავი. ნუშისებრი ჯირკვლების ან ადენოიდების გადიდებამ კი  შესაძლოა  გამოიწვიოს    სასუნთქი გზების დაბლოკვა. ეს პრობლემა განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ბავშვებში.   
  • მამაკაცებში 2-3-ჯერ უფრო ხშირია ძილის აპნოეს პრობლემები ვიდრე ქალებში. თუმცა, ქალებში დაავადების რისკი იზრდება ჭარბწონიანობის შემთხვევაში ან მენოპაუზის შემდგომ პერიოდში.
  • ხანდაზმულობა –  ასაკის მატებასთან ერთად აპნოეს პრობლემის განვითარების რისკიც იზრდება.
  • ოჯახური ანამნეზი – ძილის აპნოეს ოჯახური ანამნეზი ზრდის დაავადების განვითარების რისკს.
  • ალკოჰოლის, საძილე და დამამშვიდებელი საშუალებების, თამბაქოს მოხმარება – მწეველებში ძილის ობსტრუქციული აპნოეს განვითარების რისკი არამწეველებთან შედარებით სამჯერ უფრო მეტია. 
  • ცხვირის გაჭედილობა – ცხვირით სუნთქვის პრობლემების არსებობა, იქნება ეს ანატომიური პრობლემებით, თუ ალერგიით გამოწვეული,  განაპირობებს ძილის აპნოეს განვითარების რისკს.

ძილის აპნოე  გვხდება ბავშვთა პოპულაციაშიც,  მისი განვითარების  რისკ ფაქტორებს  ბავშვებში წარმოადგენს:

-ადენოტონზილარული ჰიპერტროფია

-ჭარბი წონა

-ორთოდონტიული პრობლემები

-ცერებრული დამბლა

-დაუნის სინდრომი

-კუნთოვანი დისტროფია და სხვა ნერვ-კუნთოვანი დაავადებები

-სხვა გენეტიკური სინდრომები

–რა გართულებები ახლავს თან ძილის აპნოეს?

ძილის აპნოე სერიოზული პრობლემაა, რომელსაც შესაძლოა მოჰყვეს შემდეგი გართულებები:

  • დაღლილობა დღის განმავლობაში. ძილის აპნოესთან დაკავშირებული განმეორებითი გამოღვიძებები აღდგენით ძილს შეუძლებელს ხდის, რაც თავის მხრივ იწვევს ძილიანობას, დაღლილობას და გაღიზიანებადობას მთელი დღის განმავლობაში.
  • შეიძლება გქონდეთ კონცენტრაციის დარღვევა, ძილიანობა დღის მანძილზე. ძილის  აპნოეს მქონე ადამიანები ავტოსაგზაო ან საწარმოო ავარიების უფრო მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან. ძილის აპნოეს მქონე ბავშვებსა და მოზარდებს შესაძლოა ჰქონდეთ სწავლასთან ან მოქცევასთან დაკავშირებული პრობლემები.
  • მაღალი არტერიული წნევა ან გულის პრობლემები. სისხლში ჟანგბადის დონის უეცარი ვარდნა, რომელიც ვითარდება ობსტრუქციული ძილის აპნოეს დროს, ზრდის არტერიულ წნევას და აფერხებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას. ობსტრუქციული ძილის აპნოე შესაძლოა გახდეს მაღალი წნევის, იგივე ჰიპერტენზიის მიზეზი.   
  •  გულსისხლძარღვთა სისტემის დაზიანება- ობსტრუქციული ძილის აპნოემ შესაძლოა გაზარდოს განმეორებითი გულის შეტევის, ინსულტის განვითარების რისკი, გამოიწვიოს არითმიები, მაგალითად, წინაგულთა ფიბრილაცია. თუ გაქვთ გულის დაავადება, სისხლში ჟანგბადის ნაკლებობის რამდენიმე ეპიზოდი, (ჰიპოქსია ან ჰიპოქსემია) ამან შესაძლოა გამოიწვიოს უეცარი სიკვდილი.
  • ტიპი 2 დიაბეტი. ძილის აპნოემ შესაძლოა გამოიწვიოს ინსულინის რეზისტენტობა და განვითარდეს ტიპი 2 დიაბეტი.
  • მეტაბოლური სინდრომი. 
  • ბავშვებში დასწავლის გაძნელება, ენურეზი დღის მანძილზე კონცენტრაციის დაქვეითება და ყუარადღებსი დეფიციტი. 

–როგორ ხდება კლინიკა ნიუ ჰოსპიტალსში ძილის აპნოეს დიაგნოსტირება?

–ძილის აპნოეს დიაგნოსტირების ობიექტური მეთოდი გახლავთ პოლისონმოგრაფია, რაც ნიუ ჰოსპიტალში ტარდება სტაციონარულად. პაციენტი რჩება ჰოსპიტალსში კვლევისთვის. ეს შეიძლება ჩატარდეს ღამის ძილის დროს, ასევე იშვიათად, საჭიროების მიხედვით, შესაძლოა დღის ძილი გამოვიკვლიოთ.

 პილისონმოგრაფიის დროს ხდება სხვადასხვა პარამეტრების ერთდროული მონიტორინგი, ეს პარამეტრებია – სუნთქვის სიხშირე, ჰაერის ნაკადი, სატურაციის მაჩვენებელი, გულის რითმის მაჩვენებელი. ელექტროენცეფალოგრაფიის და სხვადასხვა პოლიგრაფიული არხების საშუალებით ხდება ძილის ფაზების შეფასება და პარალელურად მიმდინარეობს ვიდეო მონიტორინგი, ამ ყველაფრის ერთიანად გაანალიზების საფუძველზე ექიმი ადგენს არსებობს თუ არა ძილის აპნოე, რა სიმძიმის, სიხშირისა და ხანგრძლივობისაა ის და ამ მაჩვენებლების განსაზღვრის მიხედვით ხდება მკურნალობის საჭიროებისა და ტაქტიკის გადაწყვეტა. 

 

თეგები: ლელა ლორთქიფანიძენიუ ჰოსპიტალსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved