• რეკლამა
  • კონტაქტი
20:07, სამშაბათი, 28 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ყველაფერი დაიწყო 02:34 საათზე, როცა   მითხრეს, რომ ქუჯი რობოკოპებმა შეათრიეს” – დედის წერილი

ალია ავტორი - ალია
14:17 12-09-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,250

ქეთო პაპუნაშვილი:

ყველაფერი დაიწყო ხუთშაბათს, გამთენიის 02:34 წუთზე, როცა ჩემი შვილის მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რომ ვერაფერი უშველა ქუჯის და რობოკოპებმა შეათრიეს და დაიჭირეს. უფრო სწორად ეს ამ ბიჭმა ვერ მითხრა, და მეორე მეგობარმა, გოგონამ მომაძახა ტელეფონში ქუჯი დაიჭირესო. ეს მოხდა ძალიან, ძალიან სწრაფად, მაგრამ დაჭერილი რომ იყო გამიხარდა, უარესს გადავრჩი.
ელვის სისწრაფით მუშაობს ტვინი, ვიცმევ. ყველაზე კომფორტული ძველი ბოტასები, ძაღლის გასასეირნებელი ქურთუკი (რადგან ყველაზე თბილია, ძველია (არ დამენანება) ) და ჯინსი. ქურთუკის სახელოს ჯიბეში ვიდებ დიაზეპამს.
03:11 ზე რუსთაველზე უკვე მანქანაში ჩავისვი ქუჯის ორი მეგობარი.
ამ დროს უკვე დარეკილი მაქვს ყველგან, ყველა იზოლატორში, ცხელ ხაზზე, გაკეთებული მაქვს ყველა ნაბიჯი, ყველა ზარი, ყველაფერი. არავინ იცის ჩემი შვილი სადაა.
იგივე აქვთ გაკეთებული ქუჯის მეგობრებს ჩემზე ადრე რადგან ამათ ეგრევე დაიწყეს რეკვა, იგივეს აკეთებენ სხვა მეგობრებიც.
ერთმა მეგობარმა ქუჯის დაჭერისთანავე მოძებნა ჟურნალისტი და პირდაპირ ეთერში მოყვა როგორ დაიჭირეს ქუჯი ( ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო და ძალიან დიდი მადლობა ასევე ამ მეგობარს).
ვუყურებ გზაში ამ ვიდეოს ამაზე ხო ცუდად გავხდი.
ამ ყველაფრის პარალელურად ვურეკავ ნენეს, რომელიც გონზე არაა, ვეუბნები რომ ქუჯი დაიჭირეს და ვუგზავნი ტაქსს.
უკვე მამამისისითვის მაქვს ნათქვამი, რომ დაიჭირეს, კაცი არის ორჯერ ნაინფარქტალი. ამაზე ცალკე ვნერვიულობ.
03: 30 სახლში ვართ ჩემთან და ვიგეგმებით მე, ნენე და ქუჯის ორი მეგობარი. გადაადგილებაში ძალიან დამეხმარა ჩემი მეგობარი. მადლობა ლევან.
ვმსჯელობთ და თან ველოდებით რომელიმე იზოლატორში გადაიყვანონ.
გაგვიმართლა და მერამდენეღაცე ჩამორეკვაზე ზაჰესი მეორე იზოლატორშია. ვარკვევ, რომ ძალიან არ არის ნაცემი.
ბავშვები სახლში მიდიან, დილაუთენია უნდა გავიდე იზოლატორში. ვარკვევ რისი შეგზავნა შემიძლია. ვულაგებ ტანსაცმელს.
ადვოკატს ნანახი ჰყავს. ამ დროისთვის ვიცი, რომ აღარ სცემენ. ვწვები.მაცვია ბოტასები, ჯინსი და ძაღლის გასასეირნებელი ,,კურტკა”.
გავათენე.
ყველაზე შავი დღისთვის გადადებულ ასდოლარიანს ვიღებ, სახელოს ჯიბეში დიაზეპამს ვსინჯავ და გავდივარ.
მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს უსწრაფესად ვაკეთებ, მაინც ვერ ვარ პირველი ვინც საკვებს და ტანსაცმელს აგზავნის და დილის 11:30 ზე ვახერხებთ მე და ქუჯის მეგობრები შეგზავნას. უნდა აღვნიშნო ბავშვების ორგანიზებულობა და ისიც, რომ ყველაფერი თავად გააკეთეს შესაგზავნად და ჩემი მხოლოდ სახელი და გვარი იყო 🧡
ადგილზე კიდევ უამრავი გაუთვალისწინებელი წინაღობა გვხვდება და ბოლოს როგორც იქნა ჩემ შვილთან შედის რაღაც, რაც აგრძნობინებს, რომ მარტო არაა.
აქვე უნდა აღვნიშნო ასე საჭმელ სასმლით მისულები მეორე იზოლატორის ტელეფონის ოპერატორი რომ მეუბნება, რომ ასეთი დაკავებული არ ჰყავთ.
ვსინჯავ ჯიბეში დიაზეპამს.
ვეხვეწები ნახოს თავიდან მეორე ნახვაზე მიდასტურებს.
შემდეგ შეგზავნას ჩემი ძმა აკეთებს. მინდა ბევრი სახელი და გვარი გაიგოს ჩემმა შვილმა, რომ მიხვდეს მთელი ოჯახი საქმის კურსშია და ყველაფერი კეთდება.
ამ ყველაფრის პარალელურად პერიოდულად ვარკვევ როდის იქნება სასამართლო.
ზუსტი პასუხი არავინ იცის, მაგრამ ველოდებით ორშაბათიდან.
დაღამდა ეს დღე, დავწექი. მაცვია ძაღლის გასასეირნებელი კურტკა, ჯინსი და ბოტასები. საათს ვაყენებ ისე, რომ 15 წუთში ერთხელ დარეკოს, რომ არ ჩამეძინოს და რამე არ გამომრჩეს.
დილით ნენეს ნათლიის შვილი შეუგზავნის.
მირეკავს ნენეს ნათლიის შვილი და მეუბნება რომ ქუჯი გადაყავთ სასამართლოზე და რომ ეს შემთხევით გაიგო.
უბრალოდ ბედი ჰქონია ჩემს შვილს ეს ბიჭი ზუსტად მაგ დროს რომ მივიდა, თორემ ჩემი შვილი მარტო, სხვადასხვა ტიპის ზეწოლის მერე სრულიად მარტო, ცარიელ დარბაზში უადვოკატოდ რჩებოდა სისტემის წინაშე.
სასწრაფოდ გავექანე სასამართლოში. გზაში გავაგებინე ყველას. ერთ საათში შევიკრიბეთ სასამართლოში.
პარალელურად ცალკე მე ვუძლებ ზეწოლას, ცალკე ნენე, ქუჯი თავისთავად. ამაზე ცალკე ვიტყვი ოდესმე.
არავინ გვეუბნება რომელ საათზე, რომელ დარბაზში იქნება სასამართლო სხდომა.
ამასობაში მიჯდება ტელეფონი, მჭირდება ფოვერბანკი. ვწერ პოსტს. ბოლტით მიგზავნის დაქალი და კურიერი შემხვდა აქ არ დავწერ როგორი.
დილაადრიან მისულებს სადღაც ასე 16 საათზე მოგვიწია რიგმა. რამდენიმე ჯგუფად დაყოფილები ( ეს ნენემ დააორგანიზა) სხვადასხვა საქმეს ვაგვარებთ.
ერთმა ჯგუფმა გაარკვია სად იქნება სასამართლო და სამ წუთში დაიწყო სხდომა.
(ვსვამ მეოთხედ დიაზეპამს)
ამაზე ინფოს არავინ გვაძლევს. ვიღაცა გამოყოფს თავს, დაკავებულის გვარს ამბობს. თუ ზუსტად იმ კართან არ დგახარ, ვერც გაიგებ. ასე რჩება ადამიანი (21 წლის ბიჭი) სრულიად მარტო.
დაიწყო სხდომა. ადვოკატი არ ჩანს. ვრეკავ. მეუბნებიან რომ მოვა ეხლავე. არ მოდის. ბევრი პროცესია და წინა არ დამთავრდა მალე. იქვე ვნახულობ სხვა ადვოკატს, რომელსაც აქვს ცოტა დრო. პარალელურად ქუჯის ეუბნებიან, რომ თუ აღიარებს და მონანიება გაფრთხილებით შემოიფარგლებიან. ამას მეუბნებიან მეც.

მოსამართლე კითხვებს უსვამს ჩემ შვილს. ქუჯი პასუხობს. მეწყება მთელი სხეულის ტრემორი. ვგრძნობ ნენეს ხელს. ჩემი დის მზერას. უკან ქუჯის და ჩემი მეგობრები სხედან. ბევრი ვართ.
კიდევ მეოთხედ დიაზეპამს ვსვამ.
მოკლედ ეს სასამართლოს ამბავი ცალკე ჯოჯოხეთია.
გავიარეთ ესეც.
დანაშაული არ აღიარა.
სადღაც 01: 30 ვიხდი ძაღლის გასასეირნებელ კურტკას, ბოტასების, ჯინსს. ვიბან. თეთრეულს ვცვლი. ვიძინებ.
გაფრთხილება: მოიძიეთ ადვოკატი წინასწარ გარანტირებულად.
ასწავლეთ შვილებს ,,ხაროში პალიცეისკი, პლახოი პალიცეისკი”.
ბოდიში გრძელი ტექსტისთვის, ოღონდ აქ ჩემი წამების მეათედიც არაა.

 

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”
ახალი ამბები

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”

16:02 07-28-2026
„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა

14:31 07-28-2026
თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა
ახალი ამბები

თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა

14:16 07-28-2026
თიბისის შეთავაზება ბიზნესებს – სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზება ბიზნესებს – სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ

17:29 07-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved