• რეკლამა
  • კონტაქტი
09:24, სამშაბათი, 19 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ყველაფერ რუსულის წინააღმდეგი ვარ“ – დათო ევგენიძე

ალია ავტორი - ალია
19:03 04-29-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
252

მუსიკოსი დავით ევგენიძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას განმარტავს, რომ მისი ციტატა რელიგიასა და ქვეყნის ბატონობასთან დაკავშირებით არასწორი ინტერპრეტაციებით ვრცელდება.

ტელეკომპანია იმედმა გუშინ, 28 აპრილს გაავრცელა ევგენიძის ციტატა ამ შინაარსით: „მინდა, მსოფლიომ გაიგოს, ვერავინ გახდება ჩვენი ბატონი, ვართ ჩვენი მრწამსის, რელიგიის მატარებლები, მადლობა, რომ ქართველი ვარ.“

ტელეკომპანიას ციტატის გავრცელებისას არ აუხსნია კონტექსტი, რა დროსა და ვითარებაში თქვა მუსიკოსმა ეს ფრაზა. მალევე, ციტატა სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა და შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მუსიკოსი ამ განცხადებით ევროკავშირისა და დასავლეთის წინააღმდეგ გამოდიოდა.

სწორედ ამიტომ, „ქართული ოცნების“ მიერ შემობრუნებული რუსული კანონის მხარდამჭერებმა ის საკუთარ თანამოაზრედ მიიჩნიეს, რუსული კანონის მიღების მოწინააღმდეგეებმა კი გააკრიტიკეს.

სინამდვილეში, დავით ევგენიძემ ეს ფრაზა საბავშვო მუსიკალურ პროექტ „რანინას“ ერთ-ერთი მონაწილის შეფასებისას თქვა, რომელმაც კონკურსში „ჩაკრულო“ შეასრულა.

„კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, ოღონდ არა მარტო საქართველოსთვის, მთელმა მსოფლიომ მინდა გაიგოს — ვერასდროს ვერავინ ვერ გახდება ჩვენი ბატონი. არ არსებობს! ჩვენ ვართ ჩვენი მრწამსის, ჩვენი რელიგიის მატარებლები და სანამ კაცობრიობა არსებობს, საქართველო იქნება ისეთი, როგორიც დღეს მოვისმინეთ ამ სცენაზე“ ,— ამბობს ევგენიძე მუსიკალური კონკურსის მონაწილეების შეფასებისას. ეს გადაცემა „პირველი არხის“ ეთერით შაბათს, 27 აპრილს გადაიცა.

გარდა ამისა, „ნეტგაზეთთან“ საუბრისას ის განმარტავს, რომ გადაცემა დაახლოებით თვე-ნახევრის წინ ჩაიწერა, როცა რუსული კანონი დღის წესრიგში საერთოდ არ იდგა.

„ძალიან სასაცილოა [ინტერპრეტაციები, რომელიც ამ ნათქვამს მოჰყვა] და გეტყვით, რატომ: მე ეს ციტატა ვთქვი „რანინაზე“. ეს იყო ჩანაწერი, რომელიც ეთერში გავიდა ამ შაბათს, ამ დროს, ეს იყო [ჩაწერილი] თებერვლის დასაწყისში.

ჩაკრულოში არის ასეთი ტექსტი: „მუხრან ბატონის ყმობითა, ფქვილი ვერ დავდგი გოდრითა“ და „ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა, თავს დავანგრიოთ ბანია“. სიმღერასთან დაკავშირებით ვთქვი, რომ საქართველოს არ ეყოლება ბატონი-მეთქი. კონკრეტულ სიმღერასთან დაკავშირებული კომენტარია. ეს გამოიყენეს … ცოტა სასაცილო არის უკვე, რაც ხდება. აბსურდია. კონტექსტს მოუსმინონ, სიმღერას მიუსმინონ და მიხვდებიან ყველაფერს. სიმღერაშია, „ჩაკრულოშია“… ქართული თუ არ იციან, ეგ მაგათი პრობლემაა“ ,— ამბობს დათო ევგენიძე.

მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული ფრაზა ევგენიძემ მხოლოდ ბავშვების მიერ „ჩაკრულოს“ შესრულების შესაფასებლად თქვა, ის ამბობს, რომ მისი განზოგადება შესაძლებელია. ოღონდ, იმ ადამიანების გასაგონად, ვინც მისი ციტატა „დასავლეთის ბატონობის“ საწინააღმდეგოდ გაავრცელა/აღიქვა: „რუსი ბატონი უნდათ? მაინტერესებს, რუსი არ იყო ჩვენი ბატონი? არ ცდილობდა, რომ ყოფილიყო? ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რა ერის წარმომადგენელია ბატონი. მე ბატონი არ მინდა“.

რადგან დავით ევგენიძის ციტატა რუსულ კანონთან დაკავშირებულ დისკურსში გამოიყენეს, ჩვენ მას ვთხოვეთ, შეეფასებინა თავად ეს კანონი. მუსიკოსმა განაცხადა, რომ კანონს არ იცნობს, ამიტომ, უშალოდ მისი შეფასებისგან თავი შეიკავა. თუმცა,აღნიშნა, რომ „ყველაფერი რუსულის წინააღმდეგია“. გარდა ამისა, ისაუბრა ქვეყნის ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე.

„მე ვერ ვაძლევ ვერანაირ კომენტარს, როცა არ ვიცი კანონი. ზედაპირულად მე კომენტარებს ვერ ვაკეთებ. მე ვინმემ უნდა გამარკვიოს, მითხრას, რა კანონია. თუ რუსულია, მაშინ წინააღმდეგი ვიქნები. ყველაფერ რუსულის წინააღმდეგი ვარ. ოკუპირებული აქვთ ჩვენი სამოთხე – აფხაზეთი და სამაჩაბლო. […]

ევროინტეგრაცია არის მნიშვნელოვანი. ახლა კი არა, საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე, ჩვენ ყოველთვის მივილტვოდით ევროპისკენ. სულხან-საბასგან დაწყებული და ერეკლე II-სგან ჩავვარდით რუსების ხელში, სამწუხაროდ. რა ვთქვა მეტი. მე თვითონ შვილი მყავს პარიზში. აქ რომ საბჭოთა კავშირი იყო, მაშინ ვცხოვრობდი ევროპაში და ოთხი წელი კანარის კუნძულებზე, საფრანგეთში და ნიუ-იორკში 1988 წელს. მე ნუ მასწავლიან, რა არის დასავლეთში. რუსეთიდან ვაგინე და ისე წამოვედი, გადარჩენილი ვარ, რომ არ მომკლეს. არ შეიძლება ბულინგის ენით საუბარი ყველას მიმართ“, — ამბობს დავით ევგენიძე.

თეგები: დათო ევგენიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სასესხო პორტფელის სავალუტო სტრუქტურის შესახებ რეკომენდაციები გამოაქვეყნა – მკითხველის კომენტარებზე პასუხებთან ერთად
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სასესხო პორტფელის სავალუტო სტრუქტურის შესახებ რეკომენდაციები გამოაქვეყნა – მკითხველის კომენტარებზე პასუხებთან ერთად

14:15 05-18-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ინოლა გურგულიას შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ინოლა გურგულიას შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტს

13:17 05-18-2026
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი – ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
ახალი ამბები

PSP-ს მარკეტინგის დირექტორი – ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა

13:17 05-16-2026
„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
ახალი ამბები

„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს

17:39 05-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved