• რეკლამა
  • კონტაქტი
02:28, ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ყველამ, ვისაც ტემპერატურა და რესპირაციული სიმპტომები აქვს, მიმართოს ექიმს – ამირან გამყრელიძე

ალია ავტორი - ალია
16:53 05-02-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში ე.წ. მასობრივი კვლევის ღონისძიებები კვლავ უნდა აღდგეს, მათ შორის თერმოსკრინინგი; ასევე მოსახლეობამ მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რადგან ქვეყანა შიდა გავრცელების დაფიქსირების პერიოდიდან მეშვიდე კვირაში შედის.

ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ მარნეულში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მარნეულში რეგიონის გუბერნატორთან და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტსა და რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს.

„დღეს დაავადებათა კონტროლი ცენტრის ხელმძღვანელობა – პაატა იმნაძე, მთავარი ეპიდემიოლოგი ხათუნა ზახაშვილი, გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი ანა კასრაძე და ფიქრია შავრეშიანი, რომელიც არის მიმაგრებული ქვემო ქართლზე, ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ეპიდემიოლოგი, ვესტუმრეთ მარნეულს და კიდევ სამ მუნიციპალიტეტში გვაქვს შეხვედრები. დავიწყეთ მარნეულით, მივდივართ ბოლნისსა და თეთრიწყაროში. სამწუხაროდ, ამ რეგიონში გვაქვს მთლიანად საქართველოში არსებული შემთხვევების 32 პროცენტი, 189 ინფიცირებული ადამიანი, რომელთაგან ბევრი უკვე გამოჯანმრთელდა, მაგრამ საკმაოდ დაზიანებულია რაიონი, განსაკუთრებით  სამი მუნიციპალიტეტი. ყველაზე მეტი შემთხვევა გვაქვს ბოლნისში – 107, შემდეგ თეთრიწყაროში და რამდენიმე ათეული მარნეულში. ამიტომ რეგიონის გუბერნატორ შოთა რეხვიაშვილთან და მერთან, ასევე ადგილობრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებთან ერთად განვიხილეთ სიტუაცია მთლიანად რეგიონში და კერძოდ მარნეულის მუნიციპალიტეტში. დაახლოებით დამატებით რეკომენდაციებს ვაყალიბებთ, რადგან მარნეულში პირველი ღონისძიებები რომ გავატარეთ, ძალიან ეფექტიანი იყო. თითქმის გავანულეთ ახალი შემთხვევების რიცხვი. სამწუხაროდ, გუშინ ისევ გვქონდა და სამწუხაროდ, ჩემს კოლეგებში, სამედიცინო პერსონალში. ამიტომ ისევ არის აღსადგენი ვთქვათ, ე.წ. მასობრივი კვლევის ღონისძიებები მუნიციპალიტეტში. ვგულისხმობ თერმოსკრინინგს, აქტიური გამოვლენას მომატებული ტემპერატურითა და სიმპტომებით, მათი ლაბორატორიული კვლევა და თუ დადგება, შემდგომი მკურნალობა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

„აუცილებელია კომუნიკაცია მოსახლეობასთან. რეგიონში დიდია რაოდენობა ეთნიკური აზერბაიჯანელებისა, ჩვენი ძმების და დების, აუცილებელია ორენოვანი კომუნიკაცია მათთან, რათა დავაჯეროთ, რომ მთლიანად, რაც მსოფლიოში ხდება, არ არის სურდო და ალერგია. ეს არის სერიოზული კორონავირუსული ინფექცია და მას მსოფლიოში უკვე გამოვლენილთა 7 პროცენტი შეიწირა, ანუ სიკვდილობა 7 პროცენტამდე ავიდა და მძიმდება დაავადება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, მთელმა რიგმა ქვეყნებმა პიკი გადალახეს და საქართველო ამ ეტაპამდე შედარებით ნაკლები დაზიანებით მოდის, ახლა კი პიკურ პერიოდშია.

„ახლა ვართ გარკვეულ პიკურ პერიოდში, ეს კვირა და მომავალი კვირა. ახლა, ორშაბათიდან მეშვიდე კვირაში შევდივართ, რაც შიდა გავრცელება დაგვეწყო და ამიტომ მეტი სიფრთხილე, მეტი გამოვლენა და ყველამ იცოდეთ, თუ ვინმეს ტემპერატურა და რესპირაციული სიმპტომები აქვთ, მიმართონ ექიმს, მისი რჩევით იმოქმედონ. გაფართოებულია გამოკვლევების რაოდენობა და თუ დადებითია, სწრაფად, საწყის ეტაპზე მკურნალობა იძლევა კარგ შედეგს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოუწოდებს, მოსახლეობას ყოველდღიურად გაისინჯონ ტემპერატურა.

„ვთხოვ და მოვუწოდებ მარნეულის მინიციპალიტეტის მოსახლეობას, ყოველდღიურად გაისინჯონ ტემპერატურა, გრძნობენ თუ არა. თუ მომატებულია ტემპერატურა აუცილებელია, მიმართონ ექიმს. თუ აქვთ ხველა, სიცხე, სუნთქვის უკმარისობა, აუცილებელია, მიმართონ ექიმს ან თუ იციან, რომ იყვნენ კონტაქტში ადამიანთან, ვისაც დაუდასტურდა ინფექცია, მიმართონ ექიმს. ეს არის ჩემი უმორჩილესი თხოვნა ყველასადმი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved