გერმანიის კანცლერმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ კონფერენციაზე თქვა:
“ყველამ იცის, რომ NATO-ს გაფართოების საკითხი ამჟამად დღის წესრიგში არ დგას. ჩვენ არ მოგვიწევს ამ საკითხთან შეხება, ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ მე გერმანიის კანცლერად, პუტინი კი პრეზიდენტად რჩება”.
შოლცმა ისაუბრა ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებაზეც და თქვა, რომ მინსკის შეთანხმების დარღვევა პოლიტიკური კატასტროფა იქნება.
კომენტარები