ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის განცხადებით, ლარის გამყარება პრემიერ ღარიბაშვილის დამსახურებაა. აი რა თქვა მან:
„ყველამ იცის, ირაკლის (ღარიბაშვილის) დამსახურებაა, რომ ლარის კურსი 3 ლარს ჩამოსცდა და კიდევ აგრძელებს სვლას. მან პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, როცა ეროვნულ ბანკს უთხრეს არა – რომ არავითარი ინტერვენცია არ გაეკეთებინა“, – განაცხადა პაპაშვილმა.
კითხვაზე, არის თუ არა ეს პირდაპირი ჩარევა სებ-ის საქმიანობაში, რომელიც დამოუკიდებელი ინსტიტუტია, პაპაშვილი ამბობს, რომ მთავრობა და ეროვნული ბანკი ერთი ორგანიზმია.
კომენტარები