პრეზიდენტი ზელენსკი ომის 58-ე დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში საუბრისას, ამბობს:
“უკრაინის შეიარაღებული ძალები თავიანთ მოვალეობებს ბრწყინვალედ ასრულებენ. დაზვერვა, ეროვნული გვარდია, ტერიტორიული თავდაცვის ძალები, პოლიცია, მესაზღვრეები – ყველანი 100%-იანი გამარჯვებისთვის მუშაობენ. გამარჯვებისთვის ასევე უნდა იმუშაოს ყველა მოქალაქემ – რასაც არ უნდა აკეთებდნენ ისინი და სადაც არ უნდა იყვნენ. თუ საზღვარგარეთ ხართ, მხარი დაუჭირეთ უკრაინას. თუ ეკონომიკურ საქმიანობაში ხართ ჩართული, გააკეთეთ ყველაფერი, რომ უკრაინამ მაქსიმალური სარგებელი მიიღოს. თუ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდებით, ეცადეთ, ოკუპანტებს რაც შეიძლება მეტი პრობლემა შეუქმნათ.”
კომენტარები