• რეკლამა
  • კონტაქტი
07:22, ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ყველა ის პარასპორტსმენი, რომელსაც არ აქვს მოგებული მედალი, ასევე 50 000 ლარის ოდენობის ჯილდოთი დაფასდება” – პრემიერი

ალია ავტორი - ალია
18:44 09-12-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
950

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარალიმპიელების დახვედრის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:

„ჩვენ პარალიმპიურ თამაშებამდე გავაკეთეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ  ოლიმპიური თამაშების ანალოგიურად, იგივე ოდენობის ჯილდოები იქნებოდა დაწესებული მედალოსნებისთვის და რა თქმა უნდა, ეს ჯილდეოები სათანადოდ გაიცემა უმოკლეს ვადებში. ამ შემთხვევაშიც მინდა აღვნიშნო, ყველა ის პარასპორტსმენი, რომელსაც არ აქვს მოგებული მედალი, ასევე 50 000 ლარის ოდენობის ჯილდოთი დაფასდება. თქვენი წარმატების დაფასება ჩვენი განსაკუთრებული ვალია. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება ყველა მედალოსნის დაჯილდოების თაობაზე, ისინი არიან წარდგენილი უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე. ასევე ირმა ხეცურიანი არის წარდგენილი უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე და მწვრთნელები არიან წარდგენილი შესაბამის ჯილდოებზე. ორდენებზე წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება არის უკვე მიღებული და ეს ორდენები, უმაღლესი ჯილდოები ხვალ გადმოგეცემათ და წინასწარ მინდა მოგილოცოთ. მადლობა მინდა გადავუხადო პარალიმპიურ კომიტეტს, პირადად ბატონ რატის, განსაკუთრებული ძალისხმევისა და გულითადად მუშაობისთვის, მთელი სული და გული აქვს მას ჩადებული პარასპორტის განვითარებაში და მადლობა მას მის მიერ გაწეული საქმიანობისთვის. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის, ბუნებრივია, ყველა შესაბამის ფედერაციას, მადლობა მინდა გადავუხადო კულტურისა და სპორტის მინისტრ ქალბატონ თეა წულუკიანს და მთლიანად სამინისტროს, ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩართული იმ წარმატების მიღწევაში, რომელიც აქვს ჩვენს პარასპორტს ზოგადად და პარალიმპიურ გუნდს და მადლობა თითოეულ თანამშრომელს იმ განსაკუთრებული წვლილისთვის, რომელიც მათ აქვთ შეტანილი ჩვენს წარმატებაში. მადლობა მინდა გადავუხადო მწვრთნელებს, ექიმებს, ტექნიკურ ჯგუფს და კიდევ ერთხელ, განსაკუთრებული მადლობა პარალიმპიელებს, თქვენი გამარჯვება იყო თითოეული ქართველის, თითოეული გულშემატკივრის განსაკუთრებული სიამაყის საგანი და მადლობა იმ სიამაყისა და სიხარულისთვის, რომელიც განგვაცდევინეთ“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved