• რეკლამა
  • კონტაქტი
16:32, პარასკევი, 17 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ყოველთვის ვაფასებდი სანდრა რულოვსის წვლილს ქვეყანაში, ეს დამოკიდებულება არც ახლა შემიცვლია”

ალია ავტორი - ალია
17:18 09-22-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ, მაია ბუწაშვილს 20 სექტემბერს გამოქვეყნებულ პოსტზე უპასუხა და აღნიშნა, რომ ქალბატონი მაიასთვის ბევრი დეტალი შესაძლოა, რთულად გასაგები იყოს.

“ქ-ნი მაია ბუწაშვილისა.წ. 20 სექტემბრის პოსტზე, სადაც ჩვენც ვართ მოხსენიებული, მინდა მოკლედ ვუპასუხო.

მე ყოველთვის სათანადოდ ვაფასებდი ქ-ნ სანდრა რულოვსის წვლილს ქვეყანაში აივ/შიდსის საწინააღმდეგო ღონისძიებების წარმატებით გატარების საქმეში, ისევე როგორც ზოგიერთ სხვა სამედიცინო პროექტებში. ეს დამოკიდებულება არც ახლა შემიცვლია და არსად არასდროს ამაზე განსხვავებული მოსაზრება არ გამომითქვამს.

ქ-ნი მაიასთვის ალბათ, ძნელი გასაგებია, თუ როგორ შეიძლება პიროვნება (ამ შემთხვევაში მე) მხარს უჭერდეს „ქართულ ოცნებას“ და ამავე დროს თვლიდეს, რომ ქ-ნ სანდრას სერიოზული დამსახურება აქვს რიგი მიმართულებებით. ქ-ნი მაიასთვის, ალბათ მითუმეტეს ძნელი გასაგები იქნება, თუ როგორ შეიძლება პიროვნება (ამ შემთხვევაშიც მე) ღიად უჭერდეს მხარს „ქართულ ოცნებას“ და ამავე დროს ასევე ღიად გამოთქვამდეს უკმაყოფილებას მისი ზოგიერთი მინისტრის საქმიანობაზე. დიახ, ქ-ნი მაიასთვის ეს ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ეს ასეა. ჩემთვის მთავარი სამათლიანობა და ობიექტურობაა და ბევრს, ალბათ ისიც კარგად ახსოვს თუ როგორ მწვავედ დავუპირისპირდი მე ძალაუფლების ზენიტში მყოფ (2006 წ.) ბატონ კახა ბენდუქიძეს, როცა ის ამას იმსახურებდა.

რაც შეეხება ქ-ნი მაიას C ჰეპატიტის სახელმწიფო კომიტეტის წევრობას, ეს ჭეშმარიტებაა, ისევე როგორც ის ფაქტი, რომ როგორც ამ კომიტეტის წევრმა ყველაზე მეტად თავი იმით დაგვამახსოვრა, რომ მან არც მეტი, არც ნაკლები „ნაჯახის სუპი“ უწოდა ჩვენს იმ დროისთვის (2016 წელს) ინოვაციურ პროტოკოლს და ამ „ნაჯახის სუპმა“ შემდეგში განკურნების მსოფლიოში სარეკორდოდ მაღალი მაჩვენებლები (99%) დადო.

რაც შეეხება ქ-ნი მაიას დამოკიდებულებას COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით ჩვენს გადაწყვეტილებებზე, მინდა დავარწმუნო, რომ ქვეყანას და ქართველ ხალხს ურჩევნია ჰყავდეს COVID-19-ისგან 20 გარდაცვლილი და ქ-ნი მაია არ ეთანხმებოდეს ჩვენს გადაწყვეტილებებს, ვიდრე ის, რომ ჰყავდეს 20 ათასი გარდაცვილი (როგორც სხვა ქვეყნებს ჰყავთ) და იგი ამ გადაწყვეტილებებს იწონებდეს.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ ვუჭერდი 10 წელზე მეტია მხარს 8 წლის წინ შექმნილ პოლიტიკურ პარტიას, ქ-ნი მაიას ირონია აქაც სრულიად უადგილოა. საქმე იმაშია, რომ თუ გადაახვევს და ყურადღებით მოისმენს, ნახავს, რომ მე სიტყვა პარტია საერთოდ არ მიხსენებია და მითუმეტეს ათწლიან კონტექსტში. მე ვთქვი, რომ 10 წელზე მეტია მხარს ვუჭერ ამ ჯგუფს, მხედველობაში მქონდა ბ-ნი ბიძინა და მისი გუნდი, რომელთანაც რეალურად მაკავშირებს 10 წელზე მეტი ხნის ნაცნობობა და მხარდაჭერა.

ბოდიშს ვიხდი, რომ ამჟამად წერილი მრავალგვერდიანი არ გამოვიდა”

თეგები: თენგიზ ცერცვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026

ბიზნესი

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

16:22 07-17-2026
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში
ახალი ამბები

განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში

16:00 07-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

11:46 07-17-2026
მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ფარული ფინანსური ბომბები და ლაიფჰაკები – მწერებისგან დამცავი ბადის სრული გზამკვლევი

14:38 07-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved