ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვრისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ. მამა დავით აქიაშვილი სასულიერო პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებითაა დაკავებული, მის ინტერესებს სავარაუდოდ, ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე დაიცავს.
უფლებადამცველი დავით კობაიძეს მას გორის დროებითი მოთავსების იზოლატორში დღის მეორე ნახევარში მოინახულებს. ბრალის წარდგენის შემდეგ კი უკვე სასამართლო იმსჯელებს აღკვეთის ღონისძიებაზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულმა რამდენიმე დღის წინ, გორის რაიონის სოფელ რიეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სასულიერო პირი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები