შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა და ბოლო პერიოდში განხორციელებული ბორდერიზაციის შემდეგ ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო. ინფორმაციას მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
ქეთევან ციხელაშვილი სოფელ ტახტისძირში შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ხოჯევანიშვილთან და ქარელის მუნიციპალიტეტის მერთან ზაზა გულიაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
ქეთევან ციხელაშვილი ტახტისძირის მოსახლეობას შეხვდა, კიდევ ერთხელ მხარდაჭერა დაუდასტურა და აღნიშნა, რომ გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის დახმარება სახელმწიფოს მხრიდან გაგრძელდება.
17 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ უკანონო, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განახორციელეს.
კომენტარები