ქართველმა მთამსვლელებმა „ოქროს წერაყინი“ (Piolets d’Or 2022) მიიღეს. ინფორმაცია დაჯილდოების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ჯილდო არჩილ ბადრიაშვილმა, გიორგი ტეფნაძემ და ბაქარ გელაშვილმა პაკისტანში, სარაგრარის 7,300 მეტრის სიმაღლის აქამდე აუსვლელ ჩრდილო-დასავლეთ მწვერვალზე უმაღლესი სირთულის მარშრუტის დალაშქვრისთვის გადაეცათ.
დაჯილდოების ცერემონია საფრანგეთში, 18-20 ნოემბერს ჩატარდება.
კომენტარები