• რეკლამა
  • კონტაქტი
22:19, შაბათი, 22 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქართველიშვილი:”„ნაცების“ პირდაპირი დაკვეთით, სამმა ევროპარლამენტარმა ქალბატონმა თავისი მცდელობა არ დაიშურა, მორიგი ანტისახელისუფლებო სკანდალი აეგორებინათ “

ალია ავტორი - ალია
17:13 01-22-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
109

„ნაცების“ პირდაპირი დაკვეთით, სამმა ევროპარლამენტარმა ქალბატონმა თავისი მცდელობა არ დაიშურა, მორიგი ანტისახელისუფლებო სკანდალი აეგორებინათ და კიდევ უფრო დაეძაბათ ისედაც პოლარიზებული პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში, ნაცვლად მშვიდობისმყოფელების როლის მორგებისა საკუთარ თავზე, – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ჟან მონეს დიალოგის პროცესის დაწყების საკითხს.

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, მსგავს დამოკიდებულებას საქართველოს სახელმწიფოს მიმართ კონკრეტული ევროპარლამენტარების მხრიდან უკვე დიდი ხანია მიზანმიმართული ხასიათი აქვს, ქვეყნის სუვერენიტეტის მხარდაჭერისა და ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მაგივრად – ნაცსექტის დაკვეთით მიმდინარეობს დაუფარავი მავნებლობის კამპანია, რის გამოც თავმოყვარე ქვეყანაში, ამ ევროდეპუტატებს დიდი ხანია „შავ სიაში“ შეიყვანდნენ.

,,ნაცების პირდაპირი დაკვეთით, სამმა ევროპარლამენტარმა ქალბატონმა თავისი მცდელობა არ დაიშურა, მორიგი ანტისახელისუფლებო სკანდალი აეგორებინათ და კიდევ უფრო დაეძაბათ ისედაც პოლარიზებული პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში, ნაცვლად მშვიდობისმყოფელების როლის მორგებისა საკუთარ თავზე. ელემენტარული პროცედურული და ტექნიკური საკითხების მოგვარებამდე, რა დროსაც საქართველოს პარლამენტის ახლად არჩეულ თავმჯდომარეს უნდა გაეცნო თავისი ევროპელი კოლეგა და მასთან ერთად დაეგეგმათ მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივებში ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და ამასთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩატარება – საკუთარ ყაიდაზე დაგეგმილი ფორუმი გამოაცხადეს და ისე ჩაშალეს კიდეც, რომ ამაში ხელისუფლების დადანაშაულება მოახერხეს.

მსგავს დამოკიდებულებას საქართველოს სახელმწიფოს მიმართ კონკრეტული ევროპარლამენტარების მხრიდან უკვე დიდი ხანია მიზანმიმართული ხასიათი აქვს, ქვეყნის სუვერენიტეტის მხარდაჭერისა და ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მაგივრად – ნაცსექტის დაკვეთით მიმდინარეობს დაუფარავი მავნებლობის კამპანია, რის გამოც თავმოყვარე ქვეყანაში, ამ ევროდეპუტატებს დიდი ხანია „შავ სიაში“ შეიყვანდნენ.

„ეს არის ბებერი მეძავი, რომელსაც ისე მოვექცევი, როგორც მე ჩავთვლი საჭიროდ“ – ბრძანა თავის დროზე ევროპაზე ნაპოლეონმა. „მე კი უნდა გამეუპატიურებინა ევროპა, რათა დავუფლებოდი მას“ – მხარი აუბა მას ჰიტლერმა. გასაგებია, რომ ეს არის ავტორიტეტული ევროპელების მოსაზრება საკუთარ საცხოვრებელ არეალზე და სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ მე ყოველივე ამას ვეთანხმებოდე. მაგრამ… ერთადერთი რჩევა იმ ქალბატონ ევროპარლამენტარებს – მიხედეთ ამ თქვენს სასიცოცხლო არეალს! უამრავი პრობლემები გაქვთ საკუთარ წიაღში და უამრავ პრობლემებს უქმნით მეზობელ სახელმწიფოებს თქვენი მაპროვოცირებელი ქმედებებით“, – წერს დავით ქართველიშვილი facebook-ზე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის განცხადებით, სასურველია, ევროპარლამენტის შესაბამისმა სამსახურებმა სრულად გაასაჯაროონ საქართველოს პარლამენტის კაბინეტთან წარმართული კომუნიკაცია ჟან მონეს დიალოგის მოსამზადებელ ვიზიტთან დაკავშირებით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved