• რეკლამა
  • კონტაქტი
00:57, ორშაბათი, 5 ივნისი, 2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქართული ოცნება” არჩევნების დროს “კოვიდ კარუსელის” გამოყენებას გეგმავს

ალია ავტორი - ალია
14:50 10-26-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
10

“ლელოს” ლიდერებმა და ჯანდაცვის ჯგუფის სპეციალისტებმა ბრიფინგი გამართეს. თემა პანდემიის მართვა, სამედიცინო და პოლიტიკური საკითხები იყო. 

“ლელოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან კობერიძის თქმით, საქართველოში კოვიდ – 19 ეპიდემიასთან დაკავშირებული სიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება. ამავე დროს, მთავრობა არავითარ ქმედით ღონისძიებას არ ახორციელებს. მისივე განმარტებით, „ქართული ოცნება“ ყველა ხერხით ცდილობს, რომ რაც შეიძლება, ნაკლები ადამიანი მივიდეს არჩევნებზე,

“პასუხისმგებლობა იმაზე, თუ ამ არჩევნებზე 2 მლნ-ზე ნაკლები ამომრჩეველი მოვა, ეს იქნება დღევანდელი ხელისუფლებისა და ცესკოს პასუხისმგებლობა. ეს ორი სუბიექტია, ვინც ქვეყანაში უნდა უზრუნველყოს არჩევნების დროს ვითარების მართვა. ასეთ პირობებში მთავრობა, ნაცვლად იმისა, რომ ჯანდაცვის მიმართულებით ღონისძიებებს ატარებდეს, მხოლოდ აანონსებს, რომ ყოველდღიური დაინფიცირებულების რაოდენობა გაიზრდება 5,000 მდე და გვაშინებს იმით, რომ ე.წ პიკს ველოდებით ნოემბრის მეორე ნახევარში. სრულად მოშლილია  მოსახლეობის ინფორმირების სისტემა. მოსახლეობა არ არის ინფორმირებული იმის თაობაზე, თუ რამდენად უსაფრთხო იქნება არჩევნებში მონაწილეობის მიღება,“- აცხადებს კობერიძე. 

“ლელოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ცესკომ და საქართველოს ხელისუფლებამ აიღონ პასუხისმგებლობა, რომ დაინფიცირებული მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება დაცული იქნება არჩევნების დროს.

„ამ ყველაფერზე ახლა ვსაუბრობთ, რადგან მთავრობა დაინფიცირებულთა რიცხვის შესამცირებლად არაფერს აკეთებს. „ლელო“ კი, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პარტია, ყველანაირად შეუწყობს ხელს მსურველებს, მივიდნენ არჩევნებზე, მათი ხმა არ დაიკარგოს და მათი უსაფრთხოება იყოს დაცული. მოვუწოდებ ოპოზიციურ პარტიებს, რომ თავიანთ მომხრეებს მიაწოდონ ინფორმაცია, რადგან ამას არ აკეთებს ხელისუფლება. ჩვენ ყველამ ერთად, ოპოზიციურმა პარტიებმა, უნდა ვიმსჯელოთ არა მხოლოდ არჩევნების სრულფასოვნად ჩასატარებლად, არამედ კოვიდპანდემიის მართვისთვის, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება,“-განაცხადა კობერიძემ. 

 ქვეყანაში კოვიდპანდემიით დაავადებულთა ზრდაზე ისაუბრა „ლელოს“ ჯანდაცვის ჯგუფის წევრმა ვატო სურგულაძემ. როგორც სურგულაძე განმარტავს, პანდემიის პირობებში ვერ ხორციელდება პაციენტების საავადმყოფოში დროული გადაყვანა და განთავსება, ასევე გვიანდება დიაგნოზის დროული დასმა, რაც იწვევს გართულებული შემთხვევების და სიკვდილიანობის ზრდას.

„არ ხდება არსებული სიტუაციის სრულყოფილი  ანალიზი, ე.წ. წერტილოვანი დარტყმები ხორციელდება სპონტანურად და არ არის დაფუძნებული სიტუაციის რეალურად შესწავლაზე. სახელმწიფო აპირებს, შეისყიდოს საკმაოდ ძვირადღირებული მედიკამენტი, რომლის კლინიკური ეფექტიანობა ჯერ არ არის ბოლომდე დასაბუთებული. 2-3 კვირაში დაიწყება სეზონური გრიპის პერიოდი, ამ მიმართულებით სახელმწიფო არ ახორციელებს აქტიურ საინფორმაციო პოლიტიკას. მათი ეს უმოქმედობა კიდევ უფრო გაართულებს არსებულ სიტუაციას, იმის გამო, რომ სეზონური გრიპი საკმაოდ რთული დაავადებაა და ხშირად მოითხოვს პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანას. მაგრამ, ყველაზე ცუდია ის არის, რომ მოსახლეობაში გაჩნდა სასოწარკვეთილების და შიშის გრძნობა, რომ ის მარტო დარჩება ამ საშიშ დაავადებასთან. მთავრობის უმოქმედობა უარყოფითად აისახება საპარლამენტო არჩევნების პროცესზე. დღეიდან დაავადებული და თვითიზოლაციაში გადასული საქართველოს მოქალაქეები ვერ მიღებენ მონაწილეობას არჩევნებში და ამ რიცხვმა შეიძლება შეადგინოს 50,000-ზე მეტი ამომრჩეველი. ასევე, არსებობს დიდი ალბათობა, რომ მთავრობა არჩევნების შემდეგ რამდენიმე დღეში გამოაცხადებს „ლოქდაუნს“. საქართველოს შემუშავებული აქვს გეგმა და სამსაფეხურიანი მართვის სისტემა, რომლის ძირითადი ამოცანაა: საქართველოს არცერთი მოქალაქე ერთი წუთითაც არ დავტოვოთ მარტო კოვიდთან,”- განმარტა სურგულაძემ.

თეგები: ვატო სურგულაძელევან კობერიძელელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ვფიქრობ, ლუკაშენკოსა და ზელენსკის შორის, ფარული შეთანხმებაა” – რას გვიყვება სოსო ცინცაძე
ახალი ამბები

,,ვფიქრობ, ლუკაშენკოსა და ზელენსკის შორის, ფარული შეთანხმებაა” – რას გვიყვება სოსო ცინცაძე

23:09 06-02-2023
რამ დაუკარგა აზრი რუსულ ბირთვულ შანტაჟს და რატომ შეიძლება არ დაიწყოს უკრაინელების შეტევა? – შეიძლება თუ არა ომის საბოლოო შედეგის პროგნოზირება?
ახალი ამბები

რამ დაუკარგა აზრი რუსულ ბირთვულ შანტაჟს და რატომ შეიძლება არ დაიწყოს უკრაინელების შეტევა? – შეიძლება თუ არა ომის საბოლოო შედეგის პროგნოზირება?

15:38 06-02-2023
„ამბობენ, თუ ხელისუფლება დილარ ხაბულიანს ნინო ბურჯანაძის ოჯახის დაჩაგვრის უფლებას მისცემს, მაშინ პარლამენტის ექს-თავმჯდომარე არ გაჩუმდებაო…“
ახალი ამბები

„ამბობენ, თუ ხელისუფლება დილარ ხაბულიანს ნინო ბურჯანაძის ოჯახის დაჩაგვრის უფლებას მისცემს, მაშინ პარლამენტის ექს-თავმჯდომარე არ გაჩუმდებაო…“

23:18 05-29-2023
„ძალიან მალე ზურაბიშვილს დაარტყამენ, თუმცა არა პოლიტიკური, არამედ მისი პირადი, ოჯახური საქმეები გამოვა სააშკარაოზე“
ახალი ამბები

„ძალიან მალე ზურაბიშვილს დაარტყამენ, თუმცა არა პოლიტიკური, არამედ მისი პირადი, ოჯახური საქმეები გამოვა სააშკარაოზე“

21:49 05-29-2023

ბიზნესი

“რუსეთი 30 წლით უკან დაიხევს… იქ უკვე წამლის დეფიციტიც დაიწყო” – ბიზნესმენი რევაზ ვაშაკიძე
ახალი ამბები

“ამით დავიცავი თავი, ქიმია იმ დროისთვის არც ერთმა ბანდიტმა არ იცოდა” – რას ჰყვება “ჩირინას” დამფუძნებელი

19:15 06-02-2023
“იმედია, ბევრი ადამიანი წაიკითხავს და გაფრთხილდება” – რას უყვება “ალიას” 7 წლის პაციენტის დედა
ახალი ამბები

“იმედია, ბევრი ადამიანი წაიკითხავს და გაფრთხილდება” – რას უყვება “ალიას” 7 წლის პაციენტის დედა

14:53 06-02-2023
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალი, საიუბილეო სეზონზე, მსოფლიო ვარსკვლავებითა და პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრით ბრუნდება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალი, საიუბილეო სეზონზე, მსოფლიო ვარსკვლავებითა და პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრით ბრუნდება

11:45 06-02-2023
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა

10:13 06-02-2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved