• რეკლამა
  • კონტაქტი
02:58, ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ქართული მაიდანი“ – მითი თუ რეალობა“ – ნანა კაკაბაძე

ალია ავტორი - ალია
17:08 09-18-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
427

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე:

„ქართული მაიდანი“ – მითი თუ რეალობა
სუსის განცხადებამ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადების შესახებ ოპოზიციაში ისეთი რეზონანსი და რეაქცია გამოიწვია, თითქოს რაღაც ჯერ არნახული და არგაგონილი მოისმინეს და მაშინვე ცილისწამებად შეაფასეს.
ოპოზიციის გებელსმა ნიკა გვარამიამ ამ ყველაფერს „ბოდვა“ და სერიალი „პაკრიშკების რევოლუციიდან“ უწოდა.
მან ერთ მოკლე წინადადებაში ხელისუფლებას და საკუთარ მომხრეებს მოუწოდა: „ან მყარი და პირდაპირი მტკიცებულებები, ან იგნორი ბოდვას!“
ჩვენ არ ვიცით, ამ ეტაპზე რა „მყარ და პირდაპირ“ მტკიცებულებებს გამოაქვეყნებს სუსი, მაგრამ საზოგადოებისთვის ასეთი მტკიცებულებები ზედაპირზე დევს. 2012 წელს ნაცების ხელისუფლებიდან მშვიდობიან ჩამოცილებას სააკაშვილი და მისი გუნდი მუდმივად ეძახდა და დღესაც ეძახის რუსეთის მიერ ინსპირირებულ ეროვნული ძალის პრორუსული ძალით ჩანაცვლების ოპერაციას. ის 2012 წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ ძალას მუდმივად ადარებს იანუკოვიჩის ხელისუფლებას, რომელიც უკრაინაში 2014 წელს „მაიდანის“ სახელით ცნობილი სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალების შედეგად დაემხო.
აშშ და დასავლეთი არათუ ღიად უჭერდნენ მხარს „მაიდანის“ შეიარაღებულ მებრძოლებს, არამედ აშშ-ს ხელისუფლების მაღალი რანგის ჩინოვნიკები ამ აქციის მონაწილეებს საკუთარი ხელით ურიგებდნენ საკვებს.
2014 წლის შემდეგ უკრაინული „მაიდანის“ საქართველოში მოწყობის მცდელობა არაერთხელ იყო, რის მიზეზადაც ხან რუსი გავრილოვის ქართული პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში განთავსება იყო გამოყენებული, ხან სტიქიური მოვლენები, ხან რომელიმე კრიმინალური გარჩევის არასწორად გამოძიების საბაბი, ხან რა და ხან რა. ამ გამოსვლებმა მასობრივი ხასიათი ვერ შეიძინეს და ბოლო 3 წელია, რაც მათ ახალი, მსოფლიოს თვალში უფრო „სერიოზული“ საფუძველი მოძებნეს. კერძოდ:
საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები ოპოზიციამ არალეგიტიმურად გამოაცხადა (გაყალბდაო, თუმცა ამის დამადასტურებელი ერთი საბუთიც არ მოუტანიათ), რის გამოც მისი ძალადობრივი დამხობის „კანონიერი“ საფუძველიც შექმნეს. სამი წელია მუდმივად ცდილობს ნაც-ოპოზიცია სახელმწიფო გადატრიალებას ,მაგრამ ვერ ახერხებს მხოლოდ იმიტომ, რომ საკმარის ხალხს ვერ იყოლიებს მასობრივი გამოსვლების და არეულობის მოსაწყობად.
სახელმწიფო გადატრიალების მცდელობამდე, შეიარაღებულ დაპირისპირებამდე ხომ ჯერ „მასობრივი გამოსვლების“ ეტაპი უნდა იქნას გავლილი, რომ ამან არა გადატრიალების, არამედ „რევოლუციის“ სახე მიიღოს. სწორედ ამ პირველი ეტაპის გავლას ვერ ახერხებენ, რადგან ჩვენს ხალხს აქვს „სისხლიანი 9 წლის“ გამოცდილება, რომლის გამოც ამ საზოგადოების უმრავლესობა არასოდეს ისურვებს ნაცფაშისტების ხელისუფლებაში დაბრუნებას.
ოპოზიცია ცდილობს ხელისუფლების მაქსიმალურ დემონიზაციას, ყველა საგარეო რესურსის მობილიზებას და ყველას დარწმუნებას იმაში, რომ თუ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მისცემენ, ამის მიზეზი „პრორუსული“ ხელისუფლება იქნება, რადგან „ქართველ ხალხს უნდა ევროპაში, ხელისუფლებას კი უნდა რუსეთში“. ამიტომ ხალხი უნდა გამოვიდეს ქუჩაში და დაამხოს ხელისუფლება.
უცნაურია, როდესაც ნაცები და მათი ანასხლეტები ამის დამამტკიცებელ საბუთებს ითხოვენ. ეს მტკიცებულებები ბოლო წლების თეორიული და პრაქტიკული მათივე ქმედებებია. კერძოდ:
თუ ნაც-ოპოზიციის სიტყვიერი განცხადებების მიხედვით, ხელისუფლება არალეგიტიმურია, რუსული და რუსულ ჭაობში ჩამძირავია, მოღალატეობრივია, თავისუფლების მტერი და მონობის დამამკვიდრებელია, თუ პარლამენტის შენობაზე განხორციელებული შტურმი, პოლიციელებზე განხორციელებული ძალადობა, „მოლოტოვის კოქტეილით“ მათთვის ფიზიკური დაზიანების მიყენება გამართლებულია და ეს ყველაფერი უკვე ჩაჭედილია მოქალაქეების დიდი ნაწილის თავებში, ბუნებრივია, ეს თეორია უნდა გადაიზარდოს პრაქტიკულ ქმედებაში და სრულიად გამართლებული უნდა იყოს „მოღალატე და არალეგიტიმური“ ხელისუფლების „კარგი და პატრიოტული“ ხელისუფლებით შეცვლის მიზნით ნებისმიერი საშუალების, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაც, როგორც ეს მოხდა უკრაინაში „მაიდანის“ დროს. „აბა როგორ, თუ „რუსული ოცნების“ სახით მტერი გვყავს შემოსეული, მტერი ხომ ყველა მეთოდთ უნდა განადგურდეს?
თუკი უკრაინის „მაიდანს“ და მის შედეგად მოსულ ხელისუფლებას მთელი „თავისუფალი სამყაროს“ გულმხურვალე მხარდაჭერა ჰქონდა, ბუნებრივია, ანალოგიურ პროცესებს საქართველოშიც ასეთივე მხარდაჭერა ექნება. მით უმეტეს, რომ უკრაინაში მყოფი შეიარაღებული ქართველი მებრძოლები სისტემატურად ღიად გამოთქვამენ „ქართული მაიდანის“ მოწყობის მუქარებს.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მხოლოდ ფარისევლობაა ნაც-ოპოზიციის მიერ გამოხატული გაკვირვებები და აღშფოთებები, რომ თურმე მათ ვინმე „ქართული მაიდანის“ მოწყობის მზადებას აბრალებს. ყველამ კარგად იცის (და პირველ რიგში მათ), რომ ეს არათუ მათზე რაიმეს დაბრალება, არამედ მათი მრავალწლიანი განუხორციელებელი ოცნებაა.
იმედია, მათი ეს ოცნება მომავალში განუხორციელებლად დარჩება.
ეს კი არა მხოლოდ ხელისუფლების და სამართალდამავი ორგანოების, არამედ მთელი საზოგადოების სწორ მოქმედებაზეა დამოკიდებული.“
თეგები: ნანა კაკაბაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved